-
2014-12-21 23:48
„ჩემი საყვარელი ფილმი არის "არ დაიდარდო“, ძალიან მომწონს მამათქვენის ფილმი და „ქალის სურნელი“, ეგრეა, ხომ, „Запах женщины“, ალ პაჩინო რომ თამაშობს, -
ამბობს ბიძინა ივანიშვილის „პირველი არხის“ გადაცემაში „მშვიდობით, იარაღო“, გადაცემის წამყვანთან ოლგა ბაბლუანთან საუბრისას.
გადაცემაში ვერ მოხვდა კადრები, რომლებიც გადაცემის დამონტაჟებამდე თავად ოლგა ბაბლუანმა „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა და სადაც ბიძინა ივანიშვილი ამბობდა:
"1984 ძალიან შეესატყვისებოდა სააკაშვილის პოლიტიკას. ხშირად ვიხსენებდი ციტატებს. Скотный двор, მემგონი, ცხოველთა ეზო როა, თუ ფერმა. ეს 1984-სგან განსხვავებულია, მაგრამ ორივე ესადაგება და პოლიტიკოსებისთვის ჭკუის მოსახსენებლად კარგია.
მახსოვს, სააკაშვილი როდესაც პრეზიდენტი იყო და მას ხშირად ვხვდებოდი, ჩემი მეუღლე მეხვეწებოდა ხოლმე, ეს Скотный двор წაუღეო, ეს ფერმა წაუღეო. მაგათ ასეთი ნიშნები ემჩნევათო და სხვათაშორის, მართალი გამოდგა. მარკ ტვენის გუბერნატორის არჩევნები დღესაც შეესატყვისება ჩვენს პოლიტიკას, საუბედუროდ“.
დღევანდელ გადაცემაში ბიძინა ივანიშვილი ორუელზე საუბრიდან პირდაპირ ნიცშეზე გადადის:
„ახლა ნიცშეს ვკითხულობ. ნიცშეს კრიტიკას ვკითხულობ. მთლიანად მის მოღვაწეობას. მას ადამიანზე აქვს ძალიან ბევრი დაწერილი, რასაც მე არ ვეთანხმები. მე დაწერას ვაპირებ, და რომ არაფერი ავიღო ზედმეტად ან არ აცდეს. ”