
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქში" წერს, რომ თავდაცვის მინისტრი "რუსების კაცია" და ეს ბევრმა იცის. მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრს დაანონსებული ბოდიშის მოხდა ხალხის რეაქციამ აიძულა და ყველა უნდა მიხვდეს, რომ "ამ ქვეყანაში საქმე ასე მარტივად არაა".
"ის, რომ თავდაცვის მინისტრი რუსების კაცია, ბევრმა იცის! ეს მანამდეც იცოდნენ! ამიტომაც გაანთავისუფლეს პროდასავლელი ძალებისგან უწყება და ღიად ნიშნავენ რუსის ტიპებს მოადგილეებად,,დეპარტამენტის უფროსებად, , განყოფილებებში. კიდევ ბევრი სხვა ფაქტია, დეტალები აქ ზედმეტი იქნება.
მთავარი სხვა რამეა ამჯერად: კარგია, პრემიერ მინისტრი, რომ საჯაროდ გაემიჯნა მისი მეგობრის განცხადებას! და დაგვიანონსა ბოდიში, რომელსაც მინისტრი მოიხდის!
კარგია იმიტომ, რომ ხუბუტიას და პუტინის დედის სამშობლოში მიხვდებიან: საქმე ასე მარტივად არაა ამ ქვეყანაში, როგორც მათ ჰგონიათ, მათ შორის ეს კარგად დაინახა ხელისუფლებამაც! იმიტომ რომ ბოდიშის მოხდა მინისტრს აიძულა ხალხის რეაქციამ", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქში".