
ექსპერტი სოსო ცინცაძე „ივერონთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაწირეს, როცა მხრებზე ახალგზარდა კაცს პრემიერის ტვირთი აჰკიდეს.
სოსო ცინცაძის განცხადებით, საკადრო პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს, პრემიერის გარემოცვა სუსტია და მას მრჩეველიც არ ჰყავს:
„თავიდანვე არ იყო მისი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა გამართლებული - ახალგაზრდა კაცს ასეთი ტვირთი წამოჰკიდეს და გაწირეს. მანაც სხვებივით დაიწყო საკუთარი ნათესავების ციხეებიდან გათავისუფლება. ეს არ იყო სწორი.
პრემიერ ღარიბაშვილის გარემოცვა სუსტია, მრჩეველიც არ ჰყავს, ერთი მინისტრიც არ ჰყავს ისეთი, რომელსაც აზრი შეიძლება ჰკითხოს. გამოთქმაა ასეთი: “გარემოცვა ქმნის ლიდერებს“. გარემოცვას ბევრი კარგი ხელმძღვანელი გაუნადგურებია.
ქვეყანა, რომელიც ერთი კაცის იმედზედაა, წარმატებული არ იქნება. რა აჟიოტაჟი იყო ... მოდის ივანიშვილი ... თუ ქვეყანას გაუჭირდება, თავის ფულს დახარჯავსო...“, - ამბობს სოსო ცინცაძე.