
ექსპერტი სოსო ცინცაძე „ინერონთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საკადრო ცვლილებების მიზეზი როცა გაუგებარია, ეს საშიშია საზოგადოებისთვის.
მისივე თქმით, განათლების მინისტრი გასათავისუფლებელი იყო, მაგრამ ეს არ მოხდა, ხოლო ზვიად ჯანყარაშვილი რატომ გაათავისუფლეს რეალურად, არავინ იცის:
„საკადრო ცვლილებები, თუ ეს სწორი ცვლილებებია, კარგია, მაგრამ თუ ამ ცვლილებების მიზეზი საზოგადოებისთვის უცნობია, საშიშია. რატომ გაათავისუფლეს ჯანყარაშვილი უცნობია.
ცნობილი ტერმინია “აგრესიული უმრავლესობა“, ჩვენთანაა “მორჩილი უმრავლესობა“, რომელსაც აგრესიაც არ აკლია. “მორჩილი“ პარლამენტი გავიხსენოთ, რა კბილებით იცავდა მარგველაშვილს - ასეთი პრეზიდენტი საქართველოს ჯერ არ ჰყოლიაო, ჯანყარაშვილი რომ დაინიშნა პარტიის ლიდერად, პარლამენტი კომკავშირული აღფრთოვანებით აქებდა, რომ ის ბრწყინვალე ხელმძღვანელი და მენეჯერი იქნებოდა -ხოტბას ასხამდა და არ იცოდა, ვინ იყო.
ჯადოქრის ჯოხი ვის ხელშია, ვინ ხსნის, ვინ ნიშნავს, არ ვიცი, მაგრამ საკადრო სელექცია ჩვენთან სავალალო მდგომარეობაშია. მეტი რა უნდა გააფუჭოს განათლების მინისტრმა, რომ გაათავისუფლონ?!
სკოლებში გათბობა არ არის და 220 მილიონი ლარი გაუხარჯავია განათლების ბიუჯეტში. საკადრო პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს, ყველგან ნეპოტიზმია და პროფესიონალიზმის სუნიც არ ასდის!“, - ამბობს სოსო ცინცაძე.