რომან ფიფია: ნაკრების ახალი მწვრთნელი იმ პიროვნებამ უნდა დანიშნოს, ვინც ფედერაციის ახალი პრეზიდენტი გახდება (ვიდეო)

Image

საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რომა ფიფია ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმ პიროვნებამ უნდა დანიშნოს, ვინც ფედერაციის ახალი პრეზიდენტი გახდება.


ამის თაობაზე ფიფიამ პირველი არხის გადაცემა „არენასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
რომა ფიფიას თქმით, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ნაკრების მწვრთნელი მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი უნდა იყოს და არა კონტრაქტიანი მწვრთნელი:

 

"ხომ შეიძლება, ახლა ვინც არის ფედერაციაში, ყველა წავიდეს იქედან? და რა გამოვა? მოვა ახალი პრეზიდენტი, რომელსაც დახვდება ახალი კონტრაქტიანი მწვრთნელი, რომლის თვალთახედვასაც, შესაძლებელია, არ ეთანხმებოდეს. ამაზე პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს იმან, ვინც ახლა არის, თუ არ აპირებს დარჩენას და მიდის. ვინმემ ხომ უნდა აგოს პასუხი? ასე არ შეიძლება.“, - ამბობს „დინამოს“ პრეზიდენტი.

 

რომან ფიფიას განცხადებით, აუცილებელია, მომავალი პრეზიდენტი კოორდინაციას ახერხებდეს მთავრობასთან და პიროვნულად შეეძლოს მთავრობასთან კავშირის დამყარება: 

 

„ასე თუ არ მოხდება, თუ არ იქნება მჭიდრო თანამშრომლობა ფედერაციასა და მთავრობას შორის და თუ ამ თემის კაპიტანი არ იქნება სპორტის სამინისტრო, სხვაგვარად არაფერი გამოვა, ვინც უნდა მოვიდეს ფედერაციის პრეზიდენტად“, - ამბობს ფიფია.

 

შეკითხვაზე, ვის უჭერს მხარს ფედერაციის პრეზიდენტად, რომან ფიფია ამბობს, რომ გამოკითხვებში ყველას გეგუჩაძემ აჯობა და თვითონაც მისი მხარდამჭერია, ხოლო შეკითხვაზე, უფიქრია თუ არა თავად, დაეკავებინა ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა, პასუხობს, რომ არ უფიქრია, მაგრამ „თუ გამოუვალი მდგომარეობა იქნება, ალბათ ამ მიმართულებითაც“ დაფიქრდება:

 

„ჩემთვის ეს არ იქნებოდა ძნელი, რომ მეფიქრა ამაზე და ეს იმათაც იციან კარგად, ვინც თავის დროზე ჩემს მაგივრად იფიქრეს“, - აცხადებს „დინამოს“ პრეზიდენტი.

 

რომან ფიფია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის აუცილებლად საჭირო ნიშანთვისებებზეც საუბრობს და ამბობს, რომ აუცილებელი არაა, ფედერაციის პრეზიდენტი იყოს ფეხბურთელი, მაგრამ ის უნდა იყოს კარგი მენეჯერი და უყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებს: „მე მგონი, გამოჩნდება ღირსეული კანდიდატი, რომელიც, იმედია, ჩვენთანაც გაივლის კონსულტაციას“, - ამბობს რომან ფიფია.

 

შეგახსენებთ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები მომავალ წელს ტარდება, თუმცა, დებულების მიხედვით, ზუსტი თარიღი მითითებული არ არის.

 

მარტში საქართველოს ეროვნული ნაკრების შესარჩევი ციკლის თამაშები იწყება, აგვისტოში კი ევროპის სუპერთასის ფინალი თბილისშია დაგეგმილი. სავარაუდოდ, ამ ღონისძიების დასრულებამდე არჩევნები არ დაინიშნება.

 

არჩევნებს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა ნიშნავს, რომელიც 2015 წლის ივნისში უნდა გაიმართოს.

 

ახალ კანდიდატებთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირება დღეს მოქმედ პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავასაც შეუძლია, თუმცა, მას ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა ხელმეორედ იყაროს კენჭი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობის მოსაპოვებლად.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !