
საქართველოს ყოფილი კულტურის მინისტრი ნიკა რურუა სოციალურ ქსელში გავრცელებულ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მის მიერვე ხელმოწერილ ბრძანებას ეხმიანება და წერს, რომ საყდრისთან დაკავშირებით სააკაშვილის ბრძანების ხელმოწერის დეტალები გარკვეულია.
შეგახსენებთ, დღეს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის ბრძანება, რითაც ის ადასტურებს, რომ საყდრისი არ წარმოადგენს კულტურის ძეგლს.
"გაირკვა მიხეილ სააკაშვილის "საყდრისის" თაობაზე პრეზიდენტის ხელმოწერილი ბრძანების ამბავი.
საქმე იმაში ყოფილა, რომ კულტურის მინისტრ ოდიშარიას მოუხსნია ძეგლის სტატუსი "საყდრისისათვის" და როგორც სტატუსმოხსნილ ძეგლს ე.წ ეროვნული კატეგორია ავტომატურად გაუუქმდა, რომელიც უკვე აღარ ეკუთვნოდა ამ ობიექტს.
ასე რომ იმის თქმა, რომ სააკაშვილმა "მოუხსნა სტატუსი" არასწორი და არაზუსტია. მიშამ მინისტრ ოდიშარიას მიმართვის საფუძველზე გააუქმა ეროვნული სტატუსი ამ ძეგლისა, რომელსაც უკვე მოხსნილი ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი გ. ოდიშარიას მხრიდან.
ასეთია "საყდრისის" უახლესი ისტორია", - წერს ნიკა რურუა.