
"მე არავის მივყავარ და არც არავის მოვყავარ, ქალბატონო ინგა!", - ასე უპასუხა ირაკლი შიხიაშვილმა "იმედის კვირის" ერთერთი წამყვანის ინგა გრიგოლიას რეპლიკას იმის შესახებ, რომ შიხიაშვილი "ოცნებაში" ირაკლი ალასანიამ მიიყვანა.
"იმედის კვირაში" ირაკლი შიხიაშვილი ამბობს, რომ ის "ოცნებას" ე.წ. ციხის კადრების შემდეგ გაემიჯნა: "თუმცა, იმ ძალამ, რომელიც ახლა გაემიჯნა "ოცნებას", ცხრა თვით ადრე იცოდა, რომ მე "ნაციონალურ მოძრაობას" გავემიჯნე", - განაცხადა შიხიაშვილმა.