
"იმედის კვირასთან" ინტერვიუში თამაზ თამაზაშვილი ამბობს, რომ ისეთი ინტელექტუალი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, საქართველოს ილია ჭავჭავაძის შემდეგ არ ჰყოლია.
მისი თქმით, ივანიშვილი გადაწყვეტილებების მიღებაში არ ერევა: "ის რომ ერეოდეს, ყველაფერი ისე არ იქნებოდა, როგორც ახლაა", - ამბობს თამაზაშვილი, თუმცა, იქვე ამატებს: "რჩევა და თუნდაც რომ შენიშვნა მისცეს "ოცნებას" და ყველას, ვისაც ეს ეხება, ისეთმა ინტელექტუალმა კაცმა, როგორიც ბიძინაა, რა მოხდა?".
"ნაციონალებს აქვთ პროგრამა, როგორ დაასუსტონ ღარიბაშვილი, როგორ დაასუსტონ მთავრობა. ისინი მიჰყვებიან ამ გეგმებს და ავრცელებენ ჭორებს", - ამბობს თამაზაშვილი. მისი თქმით, "ზვიად ჯანყარაშვილი დაიღალა ამდენი მუშაობით" და დასვენება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.