
„რუსთავი-2“-ის ყოფილი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თემურ კოვზიაშვილი, რომელმაც, სავარაუდოდ, ოფისიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაიტანა და შსს-ს გადასცა, წინასწარი ინფორმაციით, თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურში, მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა.
„ჩვენი დაცვის ყოფილი და ცნობილი უფროსი, თემურ კოვზიაშვილი, რომელიც ჩვენს მიერ საფუძვლიანად ეჭვმიტანილია ჩვენს ოფისში სახელმწიფო სტრუქტურების დავალებით სათვალთავლო აპარატურის დამონტაჟებაში, დღეს შემჩნეულია მთელი დღის განმავლობაში მერ ნარმანიასთან ერთად გადაადგილებისას. როგორც წყაროები გვიდასტურებენ, მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა მერიის უსაფრთხოების სამსახურში.
არის შეკითხვები?
ps და მერიას კიდევ უკვირს, შიგნიდან ფარულად გადაღებული ვიდეოები რომ გამოდის?“, - წერს „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ფეისბუქში“.