
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საინფორმაციო შეხვედრებს ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში მართავს. სასულიერო პირები ბრიუსელში არსებულ ქართულ სამრევლოსაც მოინახულებენ და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ვიზიტის შესახებ განცხადება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა. დელეგაციას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, თეოდორე ჭუაძე ხელმძღვანელობს.