
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას თბილისობას ულოცავს.
„მას თბილისელებმა ნდობა ორჯერ გამოუცხადეს. სწორედ ამ ხალხის დახმარებით მგონია, რომ თბილისისთვის ბევრი გააკეთა!
მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ ის, რომ თბილისმა სახე და ფერი იცვალა, ამას ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც კი აღიარებენ.
დღეს გისოსებიდან აკვირდება ქალაქს, რომელსაც ავად თუ კარგად წლები ემსახურა! რომელიც ზუსტად ვიცი, რომ ძალიან უყვარს და ყველაზე მეტად ალბათ ის ტკივა, რომ ამ ყველაფრისთვის ასამართლებენ.
ჩემს ძალიან საყვარელ ადამიანს ვულოცავ თბილისობას. მგონია რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მეტად იტყვიან რომ გიგი უგულავა კარგი მერი იყო!", - წერს ჟორჟოლიანი.