
ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან „რეაქციის“ ეთერში ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით გააკეთა.
„თეა წულუკიანმა რა იცის ბაჩო ახალაია მედგარი მამაკაცია თუ არამედგარი?
მედგარ მამაკაცებში ეტყობა კრიმინალ ჯოხაძეს გულისხმობს.
მინისტრი ხარ, თუ ორღობის ჭორიკანა?
მეც კი აღვშფოთდი. სამართლებრივ შეფასებებს არ ვართ, ქ-ნო მინისტრო?“, - წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა თავდაცის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასთვის გამოტანილ განაჩენზე ისაუბრა.
„შვიდი წელი ციხეში შესაძლოა მედგარი კაცისთვის ცოტაა, მაგრამ ბაჩო ახალაიასთვის არც თუ ისე ცოტაა“, - განაცხადა წულუკიანმა.