„რად გინდათ ძალაუფლება, ქვეყანას ომობანას თუ გადაააყოლებთ და არც საზღვრები, არც ტერიტორიები, არც ეკონომიკა აღარ დაგრჩათ... ნეტავ მერე რას გაიყოფთ?“

Image

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პრეზიდენტისა და პრემიერის მორიგ შესაძლო დაპირისპირებაზე  ამახვილებს ყურადღებას.

 

 

„ისევე დაიწყო: პრეზიდენტმა 15 ოქტომბერს მოიწვია 28-სთვის უშიშროების საბჭო.

 

17 ოქტომბერს კი პრემიერმა დაასწრო და 18-ში დანიშნა ახალი „გაფართოებული კრიზის და უსაფრთხოების საბჭო“ (ტერმინებს დაუკვირდით!) ეხლა ალასანია/ფანჯიკიძე მიმართავენ პრეზიდენტს, რომ გადადოს საბჭოს სხდომა.

 

ალასანია იმიტომ, რომ თვითონ არ იქნება ადგილზე (მიემგზავრება საფრანგეთში), ფანჯიკიძე იმიტომ, რომ ...„შეიძლება არ იყოს და ... რომელ დღეს გაემგზავრება ჯერ არ იცის(!)“... და ურჩევენ პრეზიდენტს,  რომ  „როცა ყველა იქნება“, მაშინ ჩაატაროს .... რაც ალბათ ნიშნავს არასოდეს, ამათი მოგზაუროებების შემყურე....

 

ეს ახალი „არა სახელმწიფოებრივი“ ეპიზოდი რამდენიმე კომენტარს იწვევს:

 

-  ჯერ ერთი იმას, რომ უკვე აშკარაა ადრე გაკეთებული განცხადების მიუხედავად, რომ პრემიერთან დაარსებული საბჭო პირდაპირ კონკურენციაში შედის კონსტუტუციით დაარსებულ უშიშორების საბჭოსთან და თუმცა იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი ორ-ორი გვაქვს და მივეჩვიეთ კიდევაც  (წმიდა გიორგი, ახალწელი).

 

ეს გაორება, ცოტა არ იყოს, უხერხული და ანტიეფექტურია, როცა ვსაუბრობთ სწორედ იმ ყველაზე ნიშვნელოვან საკითხებზე, ანუ ის, რაც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, კრიზისებს და ტერიტორიის დაცვას!

 

- თუ კი ეხლა მივუბრუნდებით მსჯელობის შინაარს: ორივე სხდომა - პრემიერის და პრეზიდენტის საბჭოსი - ეხებოდა შექმნილ მძიმე ვითარებას აფხაზეთ-რუსეთის ახალ ხელშეკრულების შედეგად და საქართველოს რეაქციის ჩამოყალიბებას ეძღვნებოდა ...

 

ამ დროს ჩატარებული სხდომიდან არაფერი გაგვიგია ამ საკითხის შესახებ (ან არ იქნა განხილული ან კიდევ პრემიერის დაპირებული „სიურპრიზი“, საიდუმლოდ იქცა) .... დაგეგმილ  „პრეზიდენტის საბჭოს სხოდმას“ კი, როგორც უკვე აშკარაა, იმპლიციტურ „ბოიკოტს“ უცხადებენ და გასაგებია, რომ თავდაცვის მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის გარეშე უშიშროების საბჭოს ჩატარება აზრს კარგავს...

 

ესენი შიდა „ომობანას“ აგრძელებენ და ამ დროს ქვეყნის პოზიციები უმნიშვნელოვან უსაფრთხოების საკითხებზე - აფხაზეთ-რუსეთი, ცხინვალის რეგიონში გამავალი გაზსადენი და მავთულხლართები, უკრაინას მიმართ პოზიციის ჩამოყალიბება, ....(ან კიდევ ებოლას კრიზისი,  რომლის განხილვა საქართველოს შესაძლო საფრთხეების კუთხით ურიგო არ იქნებოდა ) - ამ ომის მსხვერპლად იქცევა....

 

ძალაუფლება რომ ამათ ყველას ყველაზე მეტად აინტერესებს, გასაგებია, რომ მისი შენარჩუნება მთავარ მიზნად იქცა, ესეც ნათელია.. მაგრამ რად გინდათ ძალაუფლება, ქვეყანას თქვენ ომობანას თუ გადაააყოლებთ და არც საზღვრები, არც ტერიტორიები, არც ეკონომიკა აღარ დაგრჩათ... ნეტავ მერე რას გაიყოფთ????“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !