
ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარას“ დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ერთი ფოტოს ისტორიაზე წერს.
„დღეს მეგობარი მიყვებოდა, რომელიღაც გაზეთში უნახავს ამ ფოტოს მსგავსი ჩემი ფოტო წარწერით - ქალი იგი ნათია ამერიკის ელჩის წინ განა დარბაისლურად, არამედ ფამილარულად იქცეოდაო, რამდენად ფამილარულადო? რამდენად და ამდენად - აი, ასე უგვანად ბატონოო! )))))
პლანეტარული მასშტაბით ცუდიანი უნდოდათ რომ გამოვეყვანე )).
ძალიან მიყვარს სურათების ეს ტრადიცია, - კამარას ყოველი გამოფენის შემდეგ ვიღებთ ჯგუფურ ფოტოს, ვინც სახის გამოჩენას არ ერიდება და მე „ხელს ვაწერ", ავტოგრაფად ვარ ქაღალდზე გაფენილი , ეს ფორმულირება ერთი ყოფილი კამარელის მოფიქრებულია და მას მერე ტრადიციასავითაა.
რაც სპასალარის ცოლი გავხდი, გამოფენის ყველა ფოტო გავაზიარე ამის გარდა, მაგრამ აჰათ, ეგდოს ესეც. თან "ავტოგრაფი" ვარ, თან დისციპლინას ვამყარებ ))", - წერს ნათია ფანჯიკიძე.