
„იდენტობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირაკლი ვაჭარაძე სოციალურ ქსელში ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ მორიგ პერფომანსს აანონსებს.
„დასახელება: პერფორმანსი "ქალების ხმა"
რა ხდება: რადგან ქალებს სამზარეულოში მიუჩინეს ადგილი და იქაც კი კლავენ, ისინი ქვაბებით და კოვზებით გარეთ გამოდიან და ხმაურობენ, არ ეგუებიან ჩაკეტილობას.
უარს ამბობენ იზოლაციაზე. ქალების ხმებს კაცების ხმებიც უერთდება.
სად ხდება: სამშაბათს, 1 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან (ორთაჭალა, გორგასლის ქუჩა).
ვინ აწყობს: სოფო კილასონია, დამოუკიდებელი ადამიანი
რა წესებია:
- მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ვისაც აქვს ქვაბი და კოვზი;
- ორგანიზატორი არაა არც ერთი ორგანიზაცია;
- აქცია არაა მიმართული მთავრობის წინააღმდეგ;
- ეს აქცია საერთოდ არაა. ესაა მხატვრული პერფორმანსი;
- დანები და მჩხვლეტავი ნივთები დატოვეთ სახლში.
გაუზიარეთ მეგობრებს და შევხვდებით მომავალ სამშაბათს 1 საათზე, იუსტიციის სამინისტროს წინ (ორთაჭალაში).
ქვაბების რევოლუცია იწყება," - წერს ირაკლი ვაჭარაძე.