
„თავისუფალი უნივერსიტეტის“ პიარ-მენეჯერი, ბექა კოკაია საქართველოში ქმრების მიერ ცოლების მკვლელობის გახშირებულ ფაქტებს გამოეხმაურა.
„დღეს *ლეობა სტატუსების წვიმაა! თან ისეთები წერენ, წესით ჭკუა რომ მოეკითხებათ.
ეს ჩემი სტატუსი არ ვიცი რას შეცვლის, მაგრამ უნდა ვთქვა: ძალადობის მიზეზები არაა ის, რომ გოგოები დებილები არიან და დაუფიქრებლად მიყვებიან ცოლად მოძალადეებს, არც ის, რომ მედია აშუქებს და ერთმანეთს ბაძავენ მოძალადეები...
გარემო და ხალხია მთავარი, რომ არ ერევიან (და *ლეობა ანდაზებით იპრავებენ თავს, ცოლ-ქმრის ჩხუბი სულელს მართალი ეგონაო, თუ რაღაცა), რომ აქეზებენ მოძალადეებს, ეს როგორ გაკადრაო (დდშვც), მერე, რომ კლავენ და მაინც ამართლებენ ღიად, ღირსი იყოო... აი, ეს დებილი საზოგადოებაა პრობლემა!
რაც არ უნდა ჩაიდინოს გოგომ (დარწმუნებული ვარ, მსხვერპლთა 99%-ს არაფერი ჩაუდენია და უბრალო დეპრესიის ან ფსიქოზის მსხვერპლი არიან), როგორ ცუდადაც არ უნდა მოიქცეს, როგორ შეიძლება მკვლელობა იყოს გამართლებული?
აი, ამის დაწერა რომ მიწევს ეგაა პრობლემა კიდევ! რად უნდა ახსნის მოძებნა და „გოგოების ბრალია თვალები სად ქონდათ“ და „მედიამ არ უნდა გააშუქოს, იმიტომ, რომ ერთმანეთს ბაძავენ“ და სისულელეების წერა?
საზოგადოებაშია პრობლემა! 80% ამართლებს მოძალადეს (ჭორების საფუძველზე) და არა მსხვერპლს! ღირსება, ტრადიციები, სხვადასხვა ინსტიტუტების მხრიდან წაქეზება...
ხოდა, გაამკაცრეთ ეს დედამო***ული კანონი წამქეზებლების მიმართაც, რომ შემდეგში ჩაი**ან და აღარ შეუწყონ ხელი ასეთ სადიზმს!
ირანში ვცხოვრობთ, ბლიად?!“ - წერს ბექა კოკაია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.