
საქართველოს პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გივი თარგამაძე რუსული მედიიდან სქრინ-ფოტოს აქვეყნებს, სადაც რუსეთიდან საქართველოში „კანონიერი ქურდის“ გამოძევებაზეა საუბარი. თარგამაძე წერს, რომ კრიმინალური ავტორიტეტი საქართველოში არ დაუკავებიათ და ეს უკვე მე-13 შემთხვევაა.
"ეს რუსეთის შსს-ს ოფიციალური ცნობაა მოსკოვში დაკავებული კანონიერი ქურდის, გიორგი ჯანელიძის (გოგი პიტერსკი) საქართველოში განხორციელებული დეპორტაციის შესახებ. მანამდე მისი რუსეთში დაკავება და საქართველოში დეპორტაცია უკვე ერთხელ, ამა წლის აპრილში განხორციელდა. მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში 10 საათი დაჰყო, ის იქნა გადადეპორტებული სტამბულის მიმართულებით.
შემდგომ ისევ აღმოჩნდა რუსეთში, კვლავ იქნა დაკავებული, და მის გარდაუვალ ხელახალ დეპორტაციაზე საქართველოს შსს-ს 20 სექტემბრიდან მივუთითებდი. ასევე, გამოვხატავდი ინტერესს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ხდებოდა მედიასათვის წინასწარ ცნობილ შემთხვევაში, მაინც არ დააკავებდნენ და მაინც სტამბულში გადაადეპორტებდნენ თუ არა დამნაშავეს.
და ამ დღეებში ეს განმეორდა, ჯანელიძე გადადეპორტებულია სტამბულში ისე, რომ მისი საქართველოდან მხოლოდ გასვლის დროა დაფიქსირებული, შემოსვლისა კი არა, რაც აჩენს ეჭვს, რომ მას ჰქონდა საკმარისი დრო, ემოძრავა საქართველოში. ეს უკვე მეცამეტე პასუხგაუცემელი შემთხვევაა. ჯანელიძე ეკუთვნის ძმებ ქარდავების დაჯგუფებას, რომლებმაც ასევე ისარგებლეს საქართველოს შსს-ს ქურდების მომსახურების ანალოგიური სერვისით და რომელსაც შეგნებულად აძლიერებს შსს-ში დაწინაურებული დარბაისელი.
ასე რომ, დედაო წულუკიანო, ამჟამად ქურდების მამა შსს-ს ანტიტერორისტული სამსახურის უფროსის მოადგილედ გიზით და მეგობრობს თავად თქვენი უფროსის, პრემიერმინისტრის მამასთან. - წერს გივი თარგამაძე.