„სულ მალე მეორე, კიდევ უფრო საინტერესო პროექტს გავუძღვები“

Image

ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

 

„ყველაფრის ექსპერტები, რომლებსაც გადაცემაში თუ არ მიიწვევ, ეგრევე ლანძღვაზე გადადიან და საათში სამ ისტერიულ პოსტს გიძღვნიან.

 

ჟურნალისტები,რომლებსაც ჰგონიათ რომ თავად ყველაზე მაგრები არიან და ამ დროს ვერასდროს შექმნეს ერთი მაღალრეიტინგული პროექტიც კი. ადამიანის „უფლებათა დამცველები“, რომლებიც მეტად უცნაურად "იცავენ" ერთის უფლებებს მეორე ადამიანის უფლებების შელახვით...

 

ყველა კომენტარი წავიკითხე - კარგიც, ცუდიც და გაბოროტებულიც. მათ შორის ჩემი ზოგიერთი კოლეგის და ძალიან გავერთე. ამხელა წიოკი და ვნებათაღელვა რა საჭიროა??? ან ნუ გვიყურებთ, ან იქნებ ერთხელ მაინც გააკეთოთ ისეთი პროექტი,რომელიც კვირიდან კვირამდე განხილვის თემა იქნება))))....

 

მაგრამ სასაცილო ისაა, რომ თან გვლანძღავთ, თან მაზოხისტობთ და გვიყურებთ და ხელებს იღლით მერე კომენტარების წერაში - ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ „რეაქცია“ ძალიან საინტერესო ტელე-პროდუქტია, რაც მე მეტად მახარებს. გული დამწყდებოდა, ისეთი შოუს ავტორი რომ ვიყო, ვის გადაცემასაც ასეთი განხილვები არ მოჰყვებოდა.

 

ვისაც ჩემი გადაცემა მოსწონს - გავახარებ და ვეტყვი, რომ მალე ახალ პროექტს შემოგთავაზებთ. ვისაც ასეთი ვერატანა გაქვთ, გული უნდა დაგწყვიტოთ - მალე, სულ მალე მეორე, კიდევ უფრო საინტერესო პროექტს გავუძღვები“, - წერს გრიგოლია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !