
სოციალურ ქსელში პოსტი გავრცელდა, რომელიც დღეს მოკლულ მაკა წივწივაძეს ეკუთვნის.
„უცნაურად მიცემს გული, რაღაც მნიშვნელოვანის მოლოდინში რომ ხარ და მოსვენებას რომ კარგავ ისე... ხვალ დედას გოგო უნდა ჩაეხუტოს დედიკოს..
პ.ს. რა შუაშია, მაგრამ ერთი წელიც შესრულდაო, მეუღლემ შემახსენა“, - აღნიშნული პოსტი გარდაცვლილმა მაკა წივწივაძემ 7 აგვისტოს დაწერა.
ცნობისთვის: დღეს დაახლოებით 13:00 საათზე, ილიაუნის ინგლისურის ლექტორი .33 წლის მაკა წივწივაძე ყოფილმა ქმარმა ლექციიდან გაიყვანა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემდეგ კი თავი მოიკლა.