
ეს ფოტო „ფეისბუქზე“ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ფოტოზე ახალი, საკმაოდ ძვირადღირებული „აიფონების“ მფლობელებია დამოსახული, რომლებიც უსახსროდ დარჩნენ და ახლა სუპს მიირთმევენ.
ფოტოს უამრავი კომენტარი ახლავს.
„იყიდე რა ფანრიანი „ნოკია“ და ჭამე მწვადები“
„ეს იმას ჰგავს 100000 ჯიპით რომ დადის და შიგნით გაზის ბალონი აქვს დამონტაჟებული ! ელემენტარული ქართული პროვინციალიზმია!“
„არაა საჭირო ჩასკდე სხვადასხვა გემრიელობებით, კაცმა რომ თქვას ღიპით უფრო მოიწონებ თავს თუ აიფონით, ღიპი უფრო გამოგადგება ცხოვრებაში თუ აიფონი?“
„იქნებ ერთჯერადი სუპი მოუნდათ „პროსტა“
„პონტოვშინა ხალხია და იმიტომ, ღირსები ხართ ყველა ასეთები“
„რამდენი ვიცი, კაი ჩაცმულ-დახურულები დადიან და მშივრები არიან“
„მთავარია აიფონები აქვთ“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.