-
2014-10-15 19:36
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე სოციალური ქსელიდან ქართველ ჟურნალისტებს დაემშვიდობა.
„ძვირფასო ჟურნალისტებო! თქვენ მიაღწიეთ იმას, რაც ძალიან გულით გინდოდათ. ნახევარი საქართველო უბრალოდ არწყევს ჩემზე. უდიდესი მადლობა ამისთვის. ჩემი ქართული პოსტების წერა დამთავრდა.
ტყუილად არ გაისარჯოთ და აღარ შემოხვიდეთ ჩემს გვერდზე, არანაირი კითხვა ჩემი მხრიდან დასმული აღარ იქნება. ინტერვიუს არ მივცემ არავის. ტელესივრცე დახურულია ნანუკა ჟოჟოლიანის გარდა ყველასთვის.
ჩემს ინტერესებში არც არასოდეს არ ყოფილა და არც იქნება საქართველოში პიარი, რამეთუ პიარს იმ დროს აქვს აზრი, როდესაც ლარი მაინც მოაქვს. კარგად მეყოლეთ ყველა.
თქვენი უვიცი, უწიგნური, „ეპატაჟისტკა“, უნიჭო, უგემოვნებო ძროხა - თეონა კონტრიძე“- წერს მომღერალი.
სავარაუდოდ, მომღერლის გაცხარება იმ კომენტარებმა გამოიწვია, რომელიც მის მიერ სოციალურ ქსელში დასმულ შეკითხვას მოჰყვა.
თეონა კონტრიძეს აინტერესებდა, რას ნიშნავდა სვეტიცხოვლობა, რომელსაც მას უამრავი ადამიანი ულოცავდა.