
ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რომ „ფეისბუქ-მეგობრებს“ „დაერია“.
„წავშალე რამდენიმე ათეული ადამიანი. არ მიყვარს ასე მოქცევა, მხოლოდ მაშინ მივმართავ ამ ზომას, როცა ლაჩრებთან, ფანატიკოსებთან ან შეუგნებლებთან მაქვს საქმე;
როცა შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს და იმის უკანალი არა აქვთ, საკუთარ სიტყვებზე და ქმედებებზე პასუხი აგონ. კიდევ, ორპირებთან მიმართებაში...
თქვე ჩემისებო, ის მაინც არ გაგიგიათ, სიცრუე და ორპირობა რას შვრება? როგორ შეიძლება ადამიანის შეურაცხმყოფელ სტატუსს ალაიქებდე ვიღაც ვიგინდარას გვერდზე და თან მის მეგობრებში რჩებოდე?!
ჰო, დამავიწყდა ქართული მორალი: რა იცი, რაში გამომადგესო... ასეულობით ღირსეული ადამიანი მელოდება, რომელთაც უკვე რამდენიმე თვეა ვერ ვამატებ.
თქვენ კი სადმე სხვაგან მონახეთ ადგილი, სადაც ეგეთებს მიესალმებიან. ეს კი არა, სულ რომ მარტო დავრჩე ამქვეყნად, მაინც არ მექნება მსგავს სუბიექტებთან ურთიერთობა (ასეც ყოფილა) ...
P.S. ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ დასაბუთებული კრიტიკის წინააღმდეგი ვარ. ვერ ვიტან სიცრუეს, ფანატიზმს და შეუგნებლობას, და ლაჩრებს, როგორც აღვნიშნე. ესაა და ეს”, - წერს გამსახურდია.