
„ვის უნდა 20 ათასის“ყოფილი წამყვანი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.
„გახსოვთ ალბათ, საქართველოს პრემიერ მინისტრს, უშვერი სიტყვებით რომ აგინეს ამერიკაში?
ჰოდა მაშინ წავუყრუე, არაფერი ვთქვი და ვთვლი, რომ ძალიან დავაშავე საკუთარი სინდისის წინაშე. ახლა ვიტყვი, რომ ის უხამსი აქცია იყო სამარცხვინო და საზიანო. პროტესტი, მშვიდი და ორგანიზებული სრულიად გასაგები იქნებოდა, მაგრამ არა ასეთი მდაბიო გამოვლინება საკუთარი ემოციების.
მითუმეტეს, უცხო ქვეყანაში, სადაც ყველა შენს საქციელს ლუპით აკვირდებიან. არ ვიცი ამით რა დააკლდა ღარიბაშვილს, ზოგადად ქართველებს რომ არაფერი შეემატათ ფაქტია. დღეს ფეისბუკში ვიღაც ჩერჩეტი ბიჭის ვიდეო ტრიალებს, რომელიც ერთი უვარგისი გამოცემის რედაქციის თანამშრომელს აგინებს.
და კვლავ ისმის აღტაცებული შეძახილები, ამ ახალგაზრდის ქება-დიდება და მისი უგუნური საქციელის პატრიოტული შარავანდედით შემკობა. მაინტერესებს, თუ დაფიქრებულხართ იმაზე რა დათვურ სამსახურს უწევთ ამ უწვერულვაშო ბიჭს ?
ის ახლა სუპერპოპულარული გახდა და რის ხარჯზე ? აგინა ვიღაც, მისთვის სრულიად უცხო ადამიანს დედის ტ...ი. ვაააა... რამხელა პატრიოტული საქმე გააკეთა. მის, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ტვინში ჩაჯდება აზრი, რომ ლანძღვა-გინებით შეიძლება წარმატებას მიაღწიო.
ან თქვენ, უკვე ზრდასრული ხალხი თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ არ შეიძლება სხვისგან კორექტულობა მოითხოვო როცა თავად ხარ არაკორექტული ? სხვა თუ რეგვენი და უზრდელია თქვენც მას უნდა დაემსგავსოთ და მისი ენით ისაუბროთ ? ოპონენტის, თუნდაც უზრდელის, პატივისცემა ისევ თქვენ აგამაღლებთ მასზე.
ძალიან შემაშფოთა ამ ორმა ფაქტმა. საზოგადოების ფსიქოლოგიური მდგომარეობა საგანგაშოა. ახლა მე მაგინეთ. Go ahead !“, - წერს გამყრელიძე.