
"თავისუფალი ზონის" ოფისთან მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული ფარნაოზ ჭკადუია მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და წერს, რომ მათი სიმართლე ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავს.
"მადლობა ყველას! მალე სახლში ვიქნები და ინდივიდულურად გაგცემთ პასუხს.
ჩვენი ფარი და მახვილი არის სამშობლო და სიმართლე. სიმართლე, რომელიც ნებისმიერ დაბრკოლებას გაიტანს.
ეს ლელო ჩვენი გასატანი არის და ამ ლელოს აუცილებლად დავდებთ ერთად!!!", - წერს ფარნაოზ ჭკადუა "ფეისბუქზე".
შეგახსენებთ, რომ დაკავებული ფარნაოზ ჭკადუა და დავით გოგოხია დღეს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.