ნიკა რურუა: ვინც ტელეეკრანებიდან "არეულობაზე" გაჰყვირის, პუტინის რუსეთის მიზნებს ემსახურება

Image

ნიკა რურუა წერს, რომ არეულობა ქვეყანაში არ შეიძლება, აწყობდეს ოპოზიციას და ერთადერთი, ვისაც ეს აწყობს, რუსეთის ფედერაცია და ვლადიმირ პუტინია.

 

"დღეს (და არამარტო დღეს) ყველა სატელევიზიო არხისა თუ ბეჭდური პრესის ფურცლებიდან მიდის ფორსირებული, უნიჭოდ დადგმული კონსპირაციის თეორიის განვრცობა-დამკვიდრება, რომ "ხომ არ მზადდება ოპოზიციის მხრიდან ქვეყანაში არეულობა?!".

 

ამ თითქმის რიტორიკულ კითხვაში მავანისა და მავანის წინასწარგანზახული სურვილი გამოსჭვივის. მოდით გავიგოთ ვინაა ეს "მავანი და მავანი".

 

პირველი: თუ ვინმეს ე.წ. არეულობა არ უნდა აწყობდეს, ეს ოპოზიციაა, რადგანაც არეულობის შემთხვევაში ხელისუფლებას მართვის ყველა ბერკეტის საკუთარი თავის სასარგებლოდ ამოქმედება შეეძლება.

 

მეორე: თუ "არეულობაში" უბრალო პოლიტიკური ბრძოლა იგულისხმება, რასაც, ბუნებრივია, ნებისმიერი ოპოზიცია ყოველთვის გააგრძელებს, მაშინ საქმე ტერმინების შეგნებულათ აღრევასთან გვაქვს საქმე, რომ ამ აღრევის დახმარებით პოლიტიკურ ოპონენტებს აბსოლუტურად კანონიერი მოქმედების - პოლიტიკური ბრძოლის წარმოება - აუკრძალონ. ამას ხელისუფლების უზურპაციის სუნი უდის, და შესაბამისად, ეს ხელისუფლებასაც არ უნდა აწყობდეს, რადგანაც ეს მისსავე ლეგიტიმურობას უქმნის საფრთხეს.

 

და ბოლოს: თუ სიტყვა "არეულობას" მის ნამდვილ, საყოველთაოდ გავრცელებული შინაარსით გავიგებთ, როგორც ეს უნდა იყოს კიდეც, მაშინ არეულობა მხოლოდ ერთ ძალას - პუტინის რუსეთს აწყობს, რადგან მას ამით ერთი ხელის მოსმით გადაეჭრება საკუთარი ამოცანა ქართული სახელმწიფოს მორღვევისა და მსოფლიოს თვალში სრულად დისკრედიტირებისა, და ამით ყველაფერი ადგილზე დგება და გასაგები ხდება.

 

ასე რომ ისინი, ვინც "არეულობაზე" გაჰკივიან ტელე-ეთერებიდან თუ გაზეთის ფურცლებიდან, (უმრავლესობა შემთხვევაში) ნებსით და (იშვიათად) - უნებლიეთ, პუტინის რუსეთის მიზანს ემსახურებიან.

 

ოღონდაც მათ ყველას, და საერთოდ - ჩვენ ყველას - უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის მიზნის განხორციელების, ანუ საქართველოში სამოქალაქო შეჯახებისა და ქაოსის შემთხვევაში, ყოველი ადამიანი სრულ ჯოჯოხეთსა და აბსოლუტურ დაუცველობაში აღმოჩნდება. ეს შეეხება როგორც ბოტანიკური ბაღის ბინადარ, ნომერ პირველ მოქალაქეს, ისე 'ვაგზლის მოედანზე' მოწანწალე ბოგანოს, და ყველას, ვინც ამ ორ უკიდურესობას შორისაა.

 

"მავანი და მავანი" ვ. პუტინი და რუსეთის ფედერაციაა და საქართველოში არეულობაც მხოლოდ მათ აწყობთ".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !