
მომღერალი მარიამ როინიშვილი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს და საგრძნობლად გახდა.
თუმცა ამ ფაქტს მის გარეგნობაზე უარყოფითად არ უმოქმედია.
მომღერალი ფოტოებს სოციალურ ქსელში პერიოდულად აქვეყნებს და კომპლიმენტებსაც იღებს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც მისი გარეგნობა არ მოსწონს.
„რას გავხარ“ - მისწერა მარიამს ერთ-ერთმა არაკეთილისმსურველმა.
მარიამმა კორექტული პასუხი დააბრუნა.
„რას გავხარ“ - ამის მოსაწერად რატომ მამატებთ მეგობრებში, შეგიძლიათ ამიხსნათ? ნუ დამამატებთ. ისე თქვით, საზოგადოდ...'' - წერს მომღერალი.
მარიამი მეგობრების ერთმა ნაწილმა დაამშვიდა:
„რატომ გიკვირს? ერი, რომელმაც ილია მოკლა, ზვიადი ჯერ გააქცია და მერე მოკლა, ფიროსმანი დაკარგა, არსაკიძეს მარჯვენა მოკვეთა, ამის მერე რაღა გიკვირს? ეს ისე, თორემ შენ ჯვარი გეწეროს ამდენი საშინელებისგან...“
მეორე ნაწილმა კი ურჩია, წერილი იუმორით მიეღო:
„ძალიან ნორმალური კითხვაა, რას გავხარ? შენც მოიფიქრე პასუხი და მიწერე რასაც გავხარ, ან ვის გავხარ'' - წერს ერთ-ერთი მეგობარი.