-
2014-10-01 17:28
ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ "თავისუფალი ზონის" წევრი, პოლიციის მიერ გუშინდელი ინციდენტის დროს დაკავებული დათო გოგოხია სასტიკადაა ნაცემი, პარლამენტის წევრი გოგა ხაჩიძე ავრცელებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა "ფეისბუქში" დაწერა და პასუხისმგებლობა პირადად პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს დააკისრა. მან ირაკლი ღარიბაშვილის "კაცის - კაცის კაცად" მოიხსენია:
„ღარიბაშვილო!
რამდენ საერთაშორისო ფორუმზეც არ უნდა გამოხვიდე, რამდენ პრეზიდენტს და ცნობილ ადამიანსაც არ უნდა ჩამოართვა ხელი, რამდენი ფულიან პატრონიც არ უნდა გყავდეს, რა ასაკშიც არ უნდა იყო და რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდე, ერთი დილაც კი არ გაგითენდება კომპლექსების გარეშე, შე კაცის - კაცის - კაცო!
პოლიციაში დათო გოგოხიას სასტიკი ცემა პირადად შენს კისერზეა! შენ აგებ პასუხს!“, - წერს ხაჩიძე."
შსს არ გამოხმაურებია ინფორმაციას დავით გოგოხიას ცემის შესახებ. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით გოგოხია გუშინ დააკავეს, როცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ინციდენტის ადგილზე გამოცხადდა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მომხდარის შესახებ ატყობინებდა.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დავით გოგოხიამ. აღნიშნული პირი საქართველოს სსკ-ს 353-ე და 187-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ფოტოზე: ფარნაოზ ჭკადუა და დავით გოგოხია