-
2014-07-17 16:48
არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ თავმჯდომარე ირაკლი ვაჭარაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება.
„ე.ი. ფაქტობრივად მთავრობა გვეუბნება, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა და გვამი გადამალა.
არ მეგონა ოდესმე ამ ხუმრობის ასეთ ტრაგიკულ კონტექსტში გამოყენება თუ მომიწევდა: კაცს იარაღი შეუძენია, გადაუფორმებია, გარაჟში ჩასულა, სათვალთვალო კამერა უკან შეუბრუნებია, მანქანაში მოხერხებულად მოთავსებულა, ღვედი გადაუჭერია, მიბჯენით თავი მოუკლავს, შემდეგ იარაღი სისხლისგან გაუწმენდია, კოხტად გვერდით დაუდევს და ასე დაუსრულებია სიცოცხლე?“ - სვამს რიტორიკულ შეკითხვას ირაკლი ვაჭარაძე.