-
2014-07-17 16:10
ვანო მერაბიშვილის მეურლე ფიქრობს,რომ დღეს ,,ალიას" გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მერაბიშვილი დეპრესიაშია და არაადეკვატურად იქცევა, შემთხვევითი არა არის.
როგორც თაკო მერაბიშვილი ფიქრობს, სავარაუდოდ, ამ ინფორმაციის გავრცელებით ამზადებენ ვერსიას, რომ ვანომ საპატიმროში თავი დაიზიანა, სინამდვილეში კი თავად აპირებენ მისთვი სზიანის მიყენებას.
,,ვანო ჯანსაღად და ძლიერადაა და აგრძელებს ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. რომ ვერ გატეხეს, ახლა აბსურდულ ჭორებს უვრცელებენ. ეს ჭორები შეიცავს საფრთხეს, რომ მას მართლა მიაყენონ ზიანი და ამ ჭორებით ამზადებენ თავის გასამართლებელ ვერსიას, რომ ვანომ ფსიქიური აშლილობის ნიადაგზე თავი დაიზიანა"- წერს თაკო მერაბიშვილი.
დღეს ,,ალიამ" შემდეგი შინაარსის მასალა გამოაქვეყნა: „ვანო მერაბიშვილს აწუხებს ჰალუცინაციები, მოჩვენებები, ასახელებს გაურკვეველი ადამიანების გვარებს, კამერაში ზის სრულიად შიშველი და ტანსაცმელს აცმევენ ძალით. როდესაც მასთან ადვოკატი შედის, თავს ურტყამს კედელს და იძახის - ვვარჯიშობო. "
გაზეთის ინფორმაციას უარყოფს სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელიც.