
ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის რამდენიმე ქუჩაზე გაჩნდა პლაკატები სადაც გამოსახულია ხუთქიმიანი ვარსკვლავი და წარწერილია: „ელოდე რევოლუციას“. პლაკატზე რევოლვერიცაა გამოსახული.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ორგანიზაცია ან პირთა ჯგუფი დგას ამ პლაკატის უკან - დამატებითი წარწერები პლაკატზე არ არის. პლაკატის გამოჩენის სესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემაც დაწერა: „ეს პლაკატები მეც შევამჩნიე ქალაქში. ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია?
რა რევოლუციას უნდა ველოდოთ ხუთქიმიანი ვარსკვლავის და გეორგიევსკის ზოლების ფონზე? ვინ გვტროლავს?“, - კითხულობს დეპუტატი.