მამა ილია ვაშაკიძე: „ახლა, ამ სტატუსს რომ ვწერ, უწამლობისგან სული მეხუთება...“

Image

მამა ილია ვაშაკიძე გამოცემა „ამბები.ჯი“-ზე მის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე „ფეისბუქის“ მომხმარებელტა კომენტარებს ეხმიანება და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც უარყოფს ჭორებს, რომ ეკლესიიდან განკვეთილია და ძვირადღირებული ჯიპი ჰყავს.

 

მამა ილია ვაშაკიძე წერს:

 

„ჩემს სტატიებზე კომენტარებში მეუფე იაკობთან დაკავშირებით ბრალს მდებენ, რომ მე ნაცისტი ვარ. ნაცისტი როგორ უნდა ვიყო, როცა ჩემი სულიერი შვილები 9 წელიწადი არაფრის გამო იჯდნენ "კრიტში" და რუსთავის მე-6-ში. მაგრამ მიუხედავად ამისა მე არც ნაცისტი გახლავართ, არც ქოცისტი, არც იურისტი (იურა ვინაა საერთოდ არ ვიცი), მაგრამ იური გაგარინის ნაცნობობა და იურისტობა არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ მეუფე იაკობმა (რომელთანაც მე ევქარისტიულ კავშირში ვარ) ორგზის დაარღვია კანონი თავის საკვირაო ქადაგებაში.

 

1) დაარღვია 2012 წლის სინოდის განჩინება და მრევლი გაყო ორად. 2) აშკარად დაარღვია საარჩევნო კოდექსი. ერთ-ერთი კანონით იგი უნდა დაისაჯოს. ასე არაა განა? კომენტარებში სიცრუემ ჩემთან დაკავშირებით უმაღლეს მწვერვალს მიაღწია.

 

1) წერენ, რომ მე თითქოს განკვეთილი ვარ ეკლესიიდან. ეს მტკნარი სიცრუეა ჩემი დაწერილი სიმართლის იგნორში ჩასაგდებად.

 

2) წერენ, რომ მე მყავს ძვირადღირებული ჯიპი. ეს ხომ საერთოდ. ჯერ განკვეთილი როგორ ვარ, საეკლესიო სასამართლო არ გვაქვს საქართველოში. მერე, ჯიპი საიდან მყავს? დიაბეტიანი კაცი ხანდახან კვირაში სამჯერ ვღებულობ საკვებს.

 

ჯიპის ბენზინი კი არა, სამი დღეა სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი წამალი გამითავდა. მავანნი კი თითის შესახვევად ავსტრია-გერმანიაში დაფრინავენ. ახლა, ამ სტატუსს რომ ვწერ, უწამლობისგან სული მეხუთება... ასეთ სიცრუეებს წერენ ჩემზე. თავად იმსჯელეთ, ვინ ცრუა და ვინ - მართალი. მშვიდობით. ღმერთმა დაგლოცოთ. მომიხსენიეთ ლოცვებში“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !