ირმა ნადირაშვილი ირაკლი სესიაშვილს: არ გინდათ, ერთხელ მაინც გაწითლდეთ, როცა ასეთ სისულელეს წერთ?

Image

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ირაკლი სესიაშვილს მიმართავს და მას შვიდი პუნქტით პასუხობს, სადაც აღწერს, რატომ წავიდნენ და რა მოხდა აზერბაიჯანშიირმა ნადირაშვილმა ირაკლი სესიაშვილს „ფეისბუქზე“ უპასუხა.

 

 

„7 პასუხი ბატონი ირაკლი სესიაშვილს: 1. იმიტომ წავედით ბატონო ირაკლი, რომ თქვენს მიერ აზერბაიჯანთან გაფუჭებული ურთიერთობა საქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობების ხანგრძლივვადიან პრობლემად არ იქცეს.

 

მათ შორის, თქვენთვის ჩირქის ჩამოსარეცხად და იმის ასახსნელად ჩვენი კოლეგებისთვის, რომ თქვენ ხელისუფლებას უბრალოდ მარნეულის ოლქის მოგება გინდათ და რა ეთნიკური ნიშნით დევნით ახმედ იმამკულიევს. მათ შორის იმის ასახსნელად, რომ ეს არა მთელი პოლიტიკური ელიტის სირცხვილია, არამედ კონკრეტული პირების – ღარიბაშვილის, უსუფაშვილი, ზედელაშვილი და სხვათა.

 

2. რა დელეგაციით წავიდეთ სადმე, თქვენ არ შეგითანხმებთ ბ–ნო ირაკლი.

 

3. თქვენი უსუსური მცდელობის მიუხედავად, თქვენი კოლეგებისთვის საზღვარზე პრობლემები შეგექმნათ, აზერბაიჯანელმა ჩინოვნიკებმა მართლა კორექტულობა და ტაქტი გამოიჩინეს და თქვენი მთავრობის დადგმული სპექტაკლის ნიუანსებში მალე გაერკვნენ.

 

4. მას შემდეგ, რაც თქვენ პრობლემები შეგვიქმენით, რა თქმა უნდა მოვახერხეთ თბილისთან დაკავშირება და ყველა ყოფითი პრობლემის მოგვარება – ბილეთიც, ყავაც და თქვენ წარმოიდგინეთ, ბუტერბროდებიც გეახელით. გარეთ 21–ე საუკუნეა, ბატონო ირაკლი.

 

5. გაეცანით ფრენებს შორის ინტერვალს. გამოთვალეთ 2 X 40 წუთი და თუ ვერ ახერხებთ, ღარიბაშვილის მათემატიკის მასწავლებელს მოუხმეთ.

 

6. საქართველოს ელჩი თქვენ გამოიძახეთ თქვენდა სამარცხვინოდ, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეთა პრობლემების გასაჩენად და არა დასახმარებლად. თუმცა თქვენი დასახმარებელი არაფერი გვჭირდა.

 

7. ამ შეკითხვების წარმოთქმისას ბატონო ირაკლი, წარმომიდგენია როგორ გინდათ ტყავის „ტუჟურკა“ გეცვათ, გვერდზე მაუზერი გეკეთოთ და სახეში შუქს გვანათებდეთ. ახალგაზრდა „ენკავედეშნიკო“, ბაქოში კაფეს AU 79 ერქვა.

 

1 შეკითხვა ბატონ ირაკლი სესიაშვილს: თეა წულუკიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მთელი საქართველო გადაალურჯეთ. არ გინდათ ერთხელ მაინც გაწითლდეთ, როდესაც ასეთ სისულელეებს წერთ?”.

 

შეგახსენებთ, ირმა ნადირაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს ირაკლი სესიაშვილმა 7 შეკითხვა „ფეისბუქზე“ დაუსვა: "უბრალოდ (რბილად რომ ვთქვათ) კითხვები მიჩნდება და საინტერესო იქნებოდა ჩემს კოლეგებს პასუხი გაეცათ:

 

1. რატომ წავიდნენ ჯაფარიძე და ნადირაშვილი აზერბაიჯანში კოლეგებთან მარნეულსა და გარდაბანში განვითარებულ მოვლენებზე სასაუბროდ? ეს რამე ახალი გზაა გასაჩივრების? მე როგორც მახსოვს, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებს ვთხოვდით ხოლმე არჩევნებში გარკვევას...

 

2. რატომ წავიდნენ აზერბაიჯანში ჯაფარიძე და ნადირაშვილი (ანუ გაწიეს ხარჯი) მაშინ, როდესაც იმავე პერიოდში აზერბაიჯანში იყვნენ მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი ბარამიძე... მათი ეს ორი კოლეგა ნაკლებად შეძლებდა აზერბაიჯანელ კოლეგებთან საკითხებზე საუბარს?

 

3. ცოტა არ იყოს უჩვეულოა, აზერბაიჯანის მებაჟემ უმიზეზოდ გააჩეროს მოძმე ერის დეპუტატი დიპლომატიური პასპორტით მხოლოდ იმისთვის, რომ პირი სახეზე არ მოეწონა და იმდენი ელაპარაკოს "რაღაცაზე", რომ რეისს ვეღარ მიუსწროს? ასეთი მებაჟე მე არ შემხვედრია აზერბაიჯანში, რომლის მიმართაც პრეტენზია, როგორც ჩანს, ჯაფარიძეს არ გააჩნია და მადლობას უხდის, რომ ზრდილობიანად გამოაცილეს...

 

4. ჯაფარიძეს როუმინგის ფული არ ჰქონია და მიუხედავად იმისა, რომ "უსაფუძვლოდ" გააჩერა და დააყოვნა მებაჟემ, უპრობლემოდ ახალი ბილეთები შეუძენიათ ჩემს კოლეგებს. რა პრობლემაა?

 

5. როგორ წარმოგიდგენიათ სცენა, ვიღაც მებაჟის არასწორი ქმედების გამო დეპუტატი ვერ ბრუნდები სახლში, ახალ ბილეთს ყიდულობ და "გამორბიხარ ისევ ქალაქში (გზას აეროპორტიდან ცენტრამდე დაახლოებით 40 წუთი სჭირდება) ყავის დასალევად ...

 

6. თუ არაფერი საეჭვო არ ყოფილა აეროპორტში, რატომ გამოიძახეს საქართველოს ელჩი აეროპორტში? ის უნდა ეთქვათ, რომ თქვენი დეპუტატები უსაფუძვლოდ დავაყოვნეთ და პრობლემები შევუქმენითო?

 

7. მე ვთხოვდი ჩემს კოლეგებს, დაასახელონ კონკრეტული დროები ამ ინციდენტის წარმოქმნის, ასევე ის პირები, რომელთაც ხვდებოდნენ და ადგილები, სადაც შეხვედრები იმართებოდა და განსაკუთრებით ის კაფე, სადაც ყავა მიირთვეს. იმედია, ვიდეოკამერები ბაქოშიც არსებობს. კოლეგებო, პროკურორი არ ვარ, უბრალოდ რასაც თქვენ ყვებით იმას, მოკლე ფეხი უჩანს".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !