-
2014-06-19 16:52
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც მთვრალი პოლიციელები მინისტრს აგინებენ, კომენტარი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გიგი უგულავამაც გააკეთა.
„ყველაზე მძიმე საყურებელი ამ კადრებში, ცალკე აღებული, პოლიციელების ქცევა კი არაა (ნასვამი ვინ არ ყოფილა, თუმცა საჯარო სივრცეში ასეთი რამ ამაზრზენია),
არამედ ის თუ როგორ უტევს „ძაღლობა“, როგორც 90-იანი წლების სიმბოლო - „პატრულს“, როგორც თანამედროვე პოლიციელის სიმბოლოს. სამწუხაროდ, ჩვენი შიში დასტურდება, „ძაღლობამ ვერხი აიღო“, - წერს უგულავა.