"ჰარი პოტერისა არ იყოს, "ქართული ოცნება" პარალელურ სამყაროს ქმნის, სადაც..."

Image

ქართველი ბიზნესმენი გიორგი კავკასიძე "ფეისბუქში" წერს, რომ "ქართული ოცნება" პარალელურ სამყაროს ქმნის და ამ პარალელურ სამყაროში ყველაფერი მისთვის იდეალურადაა.

 

"ჰარი პოტერის არ იყოს, ქართული ოცნება პარალელურ სამყაროს ქმნის, სადაც:

 

- დემოკრატია ყვავის და იფურჩქნება

 

- ხალხი მშვიდად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ირჩევს ერთადერთ, მაღალპროფესიონალურ მმართველ გუნდს

 

- კრიმინალი იმდენად შემცირებულია რომ პრაქტიკულად აღარ არსებობს

 

- ციხეში მოხვედრისთვის ხალხი მზადაა ფული გადაიხადოს რათა იქ დასასვენებლად და დასამშვიდებლად მოხვდეს

 

- არ არსებობს არც ნაციონალური მოძრაობა და არც ხელისუფლების ოპოზიციური რაიმე სერიოზული ძალა, პოლიტიკური რადარები ჩამქრალია

 

- 60 ქარხანა 7/24 რეჟიმში მუშაობს და თანამედროვე პროდუქციას აწარმოებს

 

- ზეციური ძალების დახმარებით ქვეყანა აბსოლიტურად დაცულია გარეშე საფრთხეებისგან

 

- ხორციელდება უზარმაზარი ინფრასტრუქტურული პროექტები, შენდება ავტობანები, აეროპორტები, ესტაკადები, ჩქაროსნული სარკინიგზო გზები

 

- ყველა მოქალაქე, ვისაც მუშაობა სურს, დასაქმებული და ბედნიერია

 

- ბანკები სიხარულით გასცემენ უპროცენტო კრედიტებს

 

- სახელმწიფო მოხელეები უანგაროდ, ყოველგვარი ხელფასისა და ანაზღაურების გარეშე ემსახურებიან ხალხს და ქვეყანას

 

- მოსახლეობის ავადობა მინიმუმამდეა დაყვანილი რადგან გამოცდილი დასტაქრები უფასოდ მკურნალობენ ყველა ავადმყოფს

 

- წლის განმავლობაში ტურისტების უწყვეტი ნაკადი ავსებს ახლად აშენებულ კურორტებს, სასტუმროებს

 

- ბიუჯეტის პროფიციტი იმდენად მაღალია რომ ხელისუფლება საგონებელშია ჩავარდნილი, არ იცის კიდევ რაში დახარჯოს თანხები.

 

და ეს ყველაფერი ერთი უბრალო, ბრძენი მოქალაქის ძალისხმევის და მზრუნველობის შედეგია...", - წერს გიორგი კავკასიძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !