ქართველი ოპერის მომღერალი ბექა გოგინაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა

Image

ქართველი ოპერის მომღერალი ბექა გოგინაშვილი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, კორონავირუსით დაინფიცირდა.

ინფორმაცია ბექამ თავად გაავრცელა და განმარტა, რომ დასამალი არაფერი აქვს:

 

“მას შემდეგ, რაც დადასტურდა კორონა ვირუსის არსებობა და ტესტმა პოზიტივი აჩვენა, უამრავი პირადი მესიჯი და ზარი შემომდის. სამწუხაროდ, ყველასთან სათითაოდ პასუხის გაცემა და ახსნა, რომ თავს კარგად ვგრძნობ, უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვს, რაც კრანტინის პირობებში ყოფნის მიუხედავად, არ მაქვს. თავიდანვე გადავწყვიტე, რომ დასამალი არაფერი მაქვს და პირიქით, რაც მეტ ადამიანს გავუზიარებ საკუთარ გამოცდილებას, მგონია, რომ უფრო ნაკლებად იქნებიან სტრესულ მდგომარეობაში.

ექიმის კონსულტაცია, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ სატელეფონო ზარით შემოიფარგლა უპრეცედენტო პაციენტების გამო, პირველ რიგში, მდგომარეობს შემდეგში, რომ ასაკოვან და ქრონიკულად დაავადებულ ხალხს უნდა მოვერიდოთ. რადგან თავს კარგად ვგრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ ძლიერი იმუნიტეტი გვაქვს და ვერ მოგვერია ვირუსი და კიდევ იმით “გვანუგეშა”, თურმე ნიუ იორკში მაცხოვრებელთა 80%-ს ელიან, რომ დაავადდება უახლოეს კვირებში. ჩვენს ჯანმრთელობას ასაკისა და ძლიერი იმუნიტეტის გამო, სერიოზული ზიანი არ ემუქრება.

კიდევ ერთხელ ყველას გულწრფელ მადლობას გადაგიხდით გამოჩენილი ყურადღების და სიყვარულისთვის. კიდევ და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ არ გვეშინია ერთუჯრედიანი ვირუსის.

ადამიანი ცხოვრობს ერთხელ და ნამდვილად არაა სასურველი მთელი სიცოცხლის შიშის ქვეშ გატარება. რა თქმა უნდა, ჰიგიენური ნორმების დაცვა ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ ძლიერად თავს, როცა ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება უფლის ერთ სიტყვაზეა დამოკიდებული და არა რომელიმე ერთუჯრედიან ვირუსზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას და მინდა ყველას ერთად გვჯეროდეს – უფლის ნებით მალე ყველაფერი კარგად იქნება.”წერს მომღერალი

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !