
"ეს ტელევიზია ფინანსდება კოტე გოგელიას ფულით, კოტე გოგელია კი არის აქედან გაქცეული რუსი ბიზნესმენი, რომელიც იმ სფეროში შოულობს ფულს, სადაც სახელმწიფოს აქვს 100%-იანი წილი და ეს არის რკინიგზა. გოგელია იყო იარაღის გადამზიდავი ჩეჩნეთის ომში. აი, ასეთი, პოლიტიკურად ანგაჟირებული რუსული ფულით ცხოვრობთ", -
ასე მიმართა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ "მაესტროს" ეთერში გადაცემის წამყვანს და მას უთხრა, რომ მაკა ასათიანს, რომელიც დგას ამ ტელევიზიის უკან, არა აქვს ტელევიზიის შესანახად სამყოფი მილიონი.
"თქვენ ამბობთ, რომ მედიის დამოუკიდებლობაა საფრთხის ქვეშ და იცავთ სარედაქციო დამოუკიდებლობას, რომელიც არ გაქვთ და არც არასდროს გქონიათ. შენ ამბობ, რომ არასდროს მიგიღია დავალება, მაგრამ ერთი ჰკითხე ჟიჟილაშვილს, რატომ წავიდა აქედან? რატომ წავიდა ის ათი ჟურნალისტი, ვინც აქ იყო? ეგერაა და დაუძახე, რატომ არ დაინტერესებულხარ ამით? მე ვიცი, რატომაც წავიდა - კოტე გოგელიასთან კამათის გამო წავიდა. წლებია, რუსული, პოლიტიკურად ანგაჟირებული ფულით იკვებებით, რა დამოუკიდებლობა აგიტყდათ?", - მიმართა გოგა ხაინდრავამ წამყვანს.