კახა ბენდუქიძე რელიგიაზე, ეკლესიურობაზე და, ზოგადად, რწმენაზე

Image

ფრაგმენტები კახა ბენდუქიძის ბოლოდროინდელი ინტერვიუებიდან ისევ აქტუალურია. ამჟამად უკვე ბეჭდური თუ ინტერნეტმედიის მეშვეობით საზოგადოება ხელახლა ეცნობა მის მოსაზრებებს, პოზიციას და სულისკვეთებას. 

 

"იუდა რომ ყოფილიყავით, რამდენად გაყიდდით ქრისტეს?" - ეს შეკითხვა "ტაბულას" გადაცემაში "მძიმე კაცთან" კახა ბენდუქიძეს ინტერნეტმომხმარებელმა დაუსვა.

 

კახა ბენდუქიძემ ღიმილით უპასუხა:

 

"იუდა რომ ვყოფილიყავი, ქრისტეს არ გავყიდდი...", - მცირე პაუზის შემდეგ კი დაამატა - "შევეცდებოდი, სხვა გზით მეშოვა ფული".

 

გაზეთ "პრაიმტაიმში" კი ქეთი ხატიაშვილი კახა ბენდუქიძესთან ინტერვიუს იხსენებს:

 

"ბედნიერი ვარ, რომ კახა ბენდუქიძესთან უერთიერთობის ფუფუნება მქონდა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში რელიგიის თემასაც შევეხეთ:

 

– თქვენ რელიგიური ხართ?

 

– კი, მაგრამ ეკლესიური – არა... ბებიაჩემი ძალიან მორწმუნე იყო. მამაჩემი და დედაჩემი მუშაობდნენ, ჩემი და ჩემზე ბევრად დიდი იყო, ბებია მზრდიდა ძირითადად, ზღაპრებს მიკითხავდა. ბებიაჩემს ფოთის გიმნაზიიდან შენახული საღვთო სჯულის სახელმძღვანელო ჰქონდა. სულ ფურცლებად იყო დაშლილი და მახსოვს, მიკითხავდა ხოლმე. მერე ეს წიგნი ავკინძე. მამაო ჩვენოც მასწავლა. 5-6 წლის ვიყავი. 

 

მეორე მხრივ, კარგი საბუნებისმეტყველო განათლება მაქვს მიღებული, რაც რადიკალურ ეკლესიურობას გამორიცხავს. ზოგადად, რელიგიურია თუ არა ადამიანი, რთული საკითხია, ბევრს ჰგონია, რომ არ არიან, მაგრამ სინამდვილეში არიან, და პირიქით – არიან ურჯულო ქრისტიანები. რელიგია ხომ ადამიანის მორალის წყაროს ეხება. და ამიტომ სრულიად არარელიგიური ადამიანი ცოტაა, ალბათ.

 

– არ დამდგარხართ არჩევანის წინაშე? არ გიფიქრიათ, სამყარო ღმერთმა შექმნა თუ მაინც დიდი აფეთქება მოხდა?

– მაგ კითხვას შინაარსი არ აქვს, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ რწმენაზე, ღმერთზე, ანუ იდეალურ იდეაზე, მისი შემოწმება ფიზიკის, ქიმიის ან რაღაც სხვა მეთოდებით შეუძლებელია. ღმერთის იდეის არსებობას არ სჭირდება ფიზიკის რომელიმე კანონი. 

მეცნიერებმა დაამტკიცესო, რომ ღმერთი არსებობსო – ეს სასაცილო ფრაზაა. მეცნიერები ამას ვერც უარყოფენ და ვერც დაამტკიცებენ, არ არსებობს ისეთი ფორმულა, რომელიც ღმერთს გამოიყვანს... 

კანტმა თქვა: ორი რამ მაოცებს ცხოვრებაში – ვარსკვლავების ზეცა ჩემს ზემოთ და მორალური კანონი ჩემში. მორალური კანონი რელიგიური გრძნობაა, სხვა რა წყარო აქვს მორალურს?

– მომხდარა თქვენს ცხოვრებაში სასწაული, რომელიც ღმერთთან დააკავშირეთ?..

 

– ჩემთვის სასწაულია, როცა ჩვენ სიკეთისა და ბოროტების განსხვავება ვიცით. სასწაულია ის მორალური გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ისე, რომ არავინ გვაიძულებს".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !