
საქართველოს პარლამენტში ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
საკანონმდებლო ორგანოს სახელით ტრაგედიის გამო მწუხარება პლენარული სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გამოთქვა.
„მინდა, პარლამენტის სახელით მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც შეეწირა ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე. ეს უდავოდ არის ერთ-ერთი უმძიმესი მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და მინდა, ყველას გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, – განაცხადა თალაკვაძემ, რის შემდეგად დეპუტატებმა დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს პლენარული სხდომით გაიხსნა.