-
2016-04-11 03:00
რუსეთის შემნახველი ბანკი ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის ერთერთ უმსხვილეს სპონსორს აფინასებს, სანაცვლოდ კი სანქციების მოხსნის პირობა აქვს მიღებული, - ამის შესახებ Observer „პანამის საბუთებზე“ (Panama Papers) დაყრდნობით წერს.
სტატიის მიხედვით, რომლის ავტორი ჯონ შინდლერია, საუბარია The Podesta Group-ზე, რომელიც დემოკრატების საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ერთერთი უმსხვილესი მოთამაშეა და ვაშინგტონში მოქმედებს, როგორც რუსეთის უმსხვილესი ბანკის ამერიკული ლობისტი კომპანია.
შინდლერი წერს, რომ ამ საკითხში იურიდიული შეუსაბამობა არ არსებობს, მაგრამ იბადება წმინდა პოლიტიკური შეკითხვა, რადგან ეს კომპანია რუსეთისთვის იმ სანქციების მოხსნისთვის იბრძვის, რაც აგრესორ ქვეყანას უკრაინაში გადადგმული ნაბიჯების გამო დაუწესდა.
აღსანიშნავია, რომ „პოდესტა ჯგუფი“ ძმებმა ტონი და ჯონ პოდესტებმა 1998 წელს დაარსეს. ჯონი ბილ კლინტონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, შემდეგ კი ბარაკ ობამას მრჩეველი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აშშ-ის დემოკრატიული ფლანგის მთავარი ინსაიდერია.
ამასთან, საინტერესოა, რომ სტატიის მიხედვით, ეს კომპანია „სბერბანკის“ ლობისტი წელს, გაზაფხულზე გახდა: „პოდესტამ“ აშშ-ის ხელისუფლებისგან სწორედ მარტში მიიღო უფლება, ეწარმოებინა რუსული ბანკის ლობისტობის სამუშაოები.
წყარო