სკანდალი გადაცემის ეთერში გასვლამდე: "განსხვავებული აქცენტების" პრომო და მის გარშემო ატეხილი ხმაური (ვიდეო)

Image

25 ოქტომბერს დაანონსებულ გადაცემას "განსხვავებული აქცენტები", მისი პრომოს გამოქვეყნებისთანავე მღელვარება მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, რომელიც ანონსში ფიგურირებს, წერს, რომ მისი მიმოწერა ლადო ბედუკაძესთან, რომელიც გადაცემაშია გამოყენებული, ყალბია და აპირებს, პროკურატურას მიმართოს. 

 

ნინო ჯღარკავა წერს, რომ მისი და ლადო ბედუკაძის ყალბი მიმოწერა "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ მიაწოდა, რასაც ლაშა ბერულავა ადასტურებს და წერს, რომ გადაცემაში ჰყვება, როგორ და საიდან მოხვდა მიმოწერა მასთან:

 

jg1.jpg

jg2.jpg

 

ლაშა ბერულავა წერს: 

 

""განსხვავებული აქცენტების" ჯერ მხოლოდ ანონსი გავიდა და ხალხი რა დღეშია... ნინო ჯღარკავას კედელზე კომენტარს ვერ ვწერ, ამიტომ აქედან ვუპასუხებ:

 

დიახ, გადაცემის ეთერში გასვლამდე ვადასტურებ, რომ ეს მიმოწერა ეკა კვესიტაძეს მე მივაწოდე.

 

დიახ, "განსხვავებულ აქცენტებში" მე ვყვები, როგორ მოხვდა ეს მიმოწერა ჩემთან.

 

თუმცა, ცხადია, ეს არ არის მტკიცებულებითი ფორმით ნათქვამი - ვარაუდია და მოვლენების ლოგიკურ განვითარებას, გონივრულ ეჭვებს მივყავართ დასკვნამდე, რომ "ციხის კადრები" ბედუკაძემ ივანიშვილის დაკვეთით გადაიღო და ამაში ფულიც აიღო ან უნდა აეღო და არ მისცეს. დანარჩენზე თავად იმტვრიეთ თავი - ვინ მონაწილეობდით და რა დოზით.

 

შენს კედელზე წერენ, ჯერ მიმოწერის ავთენტურობა დაედგინათ და მერე გაეშვათ ეთერშიო. კი, როგორ არა, ზუსტად კადრების ავთენტურობის დასადგენად გაიქცნენ ტვ-ები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ის კადრები რომ გაუშვეს, რაც გავიდა და რამაც "ოცნება" მოიყვანა ხელისუფლებაში...

 

დიახ, იმასაც ვადასტურებ, რომ ამ მიმოწერის შესახებ, რომელიც შარშან მომაწოდეს, შენც შეგატყობინე და მაინტერესებდა შენი აზრი. ვადასტურებ, მითხარი, რომ ეს ფოტოშოპია და რომ მაშინ არც იცნობდი ბედუკაძეს...

 

ახლა წერ, სასწრაფოდ პროკურატურას მივმართავ და ამ ფეიკ მიმოწერას სამხარაულში წავიღებო. კი, ბატონო, წაიღე. მაგრამ მაინცდამაინც ეთერში უნდა გასულიყო, რომ წაგეღო?

 

ერთი წელია, ეს მიმოწერა გაქვს, სანამ მე გიჩვენე, შენთვისაც გაუგზავნიათ. რატომ არ ატეხე მანამდე ამბავი? რატომ არ გამოფინე შენს კედელზე და ხმამაღლა არ დაიწყე ყვირილი - აი, ამას მივრცელებენ, ფეიკი და ფოტოშოპია, სადმე გადაცემაში თუ ნახოთ, არ დაიჯეროთო? მე ასე მოვიქცეოდი და შენ რატომ ამდენ ხანს არ წაიღე სამხარაულში?

 

ჰო და კიდევ: რატომ მთხოვდი წუხელ, ანონსის დადების მერე, კვესიტაძეს ურჩიე, გადაცემა არ გაუშვას, რადგან ეს ფეიკია და გადაცემა ჩაუვარდებაო? ჯერ ერთი, ეს ეკას საავტორო გადაცემაა, მე ვერაფერს ვთხოვ და მეორეც, შენ თავად არ უნდა იყო დაინტერესებული, რომ ეკას გადაცემა "გაუბანძდეს"?

 

... ორიგინალი, როდის და ვინ მომაწოდა ის მიმოწერა, ჩემს ლეპტოპში ინახება. ყველაფერი დასეივებულია საიმედოდ. ცხადია, ლეპტოპის გარდა სხვაგანაც, უფრო საიმედო ადგილას..."

 

ვიდეო: "25 ოქტომბრის "განსხვავებული აქცენტების" პრომო

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !