ელისო კილაძე ვარაუდობს, რომ პროცესები "ქრონიკა+"-ის წინააღმდეგ და მისი დახურვის მიზნით ვითარდება

Image

ჟურნალისტი, გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, პროკურატურაში დღეს მისი დაბარება ე.წ. ციხის კადრების "წარმომავლობის დადგენის მიზნით" წინასაარჩევნოდ "ქრონიკა პლუსის" წინააღმდეგ მიმართული პროცესის ნაწილი იყოს, რომლის მიზანი გაზეთის დახურვაა. 

 

"ფეისბუქზე" გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში ელისო კილაძე წერს, რომ მის მიერ გამოქვეყნებული ე.წ. ციხის კადრების სრული ვერსია აბსოლუტურად კანონიერადაა მოპოვებული და ამხელს, რომ "ციხის კადრები" დადგმული იყო. ამასთან, მისი თქმით, პროკურატურას ჯერ კიდევ 2013 წელს ჰქონდა ამ კადრების სრული ვერსია, ხოლო პირადად მან იგივე ვერსია გადასცა თბილისის მთავარ პროკურატურას, თუმცა, ამ დრომდე უცნობია გამოძიების შედეგი.

 

"საგანგებო განცხადება :

 

მოგეხსენებათ,2016 წლის 15 აგვისტოს გავავრცელე რამდენიმე ვიდეო ფრაგმენტი,რომელიც მკაფიოდ და თვალნათლივ ცხადყოფს,რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ"ქართული ოცნების"მთავარი ნარატივი ე.წ.ცოცხების კადრები დადგმულია !!!

 

გუშინ გავრცელდა "ეს შენ გეხებას"განცხადება,რომელშიც მთავარი აქცენტი გაკეთებულია არა პატიმართა წამებასა და დაცინვაზე,არამედ იმაზე რომ ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ჩემს მიერ გავრცელებული კადრების დაბლოკვა იმ მოტივით რომ ფირზე შესაძლებელია პატიმართა იდენტიფიკაცია და უნდა დაიწყოს გამოძიება ფირის წარმომავლობის და გავრცელების ფაქტზე.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურა,რომელიც რუსი ოლიგარქის ხელში მთავარი პოლიტიკური იარაღია,ოპერატიულად გამოეხმაურა ამ განცხადებას და დღეს12:00 წუთზე გამოკითხვაზე ვარ დაბარებული.

 

მიუხედავად იმისა,რომ გამოკითხვის პროცესი ნებაყოფლობითია და შემიძლია უარი ვთქვა მასზე,მივიღე გადაწყვეტილება გამოძიების კითხვებს ამომწურავად ვუპასუხო.

 

ბ-ნ შოთაძეს შევახსენებ,რომ მასალა რომელიც გამოვაქვეყნე ჯერ კიდევ 2013 წელს ციხის კადრების გამავრცელებელი პირების მიერ სრულად წარდგენილია მთავარ პროკურატურაში ,ხოლო გასულ წელს ჩემს ხელთ არსებული აუდიო და ვიდეო მასალები დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩემს მიერ ნებაყოფლობით წარდგენილია ქ.თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში.( გამოძიების შედეგი ჩემთვის ამ დრომდე უცნობია)
შეგახსენებთ,რომ ჩემს მიერ გავრცელებული კადრები არ არის პირადი ცხოვრების ამსახველი,მოპოვებულია სრულიად ლეგალურად და გავრცელებულია კანონის სრული დაცვით.

 

გამომდინარე იქიდან რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა ქვეყანაში არ არსებობდეს დამოუკიდებელი მედია,რომელიც ამხელს მის დანაშაულებრივ რეჟიმს,დაიგეგმა და განხორციელდა რამდენიმე პროვოკაცია,რომელიც მიზნად ისახავდა ჩემს დაკავებას ( ერთ ერთი დეპუტატის პირადი ფირის რედაქციაში მოტანის ჩათვლით ), არ გამოვრიცხავ რომ დაწყებული პროცესი შეიძლება მიმართული იყოს გაზეთ"ქრონიკა+"ის წინააღმდეგ და არჩევნების წინ მის დასახურად.

 

მზად ვარ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისათვის.

 

ბრძოლა იქნება ბოლომდე,ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებით !!!

 

მივმართავ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს-ყურადღებით დააკვირდნენ "ქრონიკა+"-ის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებს.

 

ელისო კილაძე
"ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი.
18.08.2016 წელი."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !