-
2016-06-29 17:57
დაახლოებით დილის 6 საათზე ФСБ-ს ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მოსკოვში ამერიკელ დიპლომატს სცემეს - ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იტყობინება.
ინციდენტი არ გახმაურებულა, თუმცა, აშშ-ში რუსეთის ელჩი განმარტებისთვის დაიბარეს, - შეატყობინა გამოცემას წყარომ სახელმწიფო დეპარტამენტიდან.
თავდასხმა საელჩოს შენობასთან ახლოს, მოსკოვის ცენტრში მოხდა. დიპლომატმა მხრის მოტეხილობა მიიღო, ის ევაკუირებულია რუსეთიდან მკურნალობის მიზნით.
საერთო ჯამში, ჟურნალისტს თავდასხმის ფაქტი ოთხმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყარომ დაუდასტურა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე დაუდგენელი რჩება, თუმცა, არსებობს ვერსია, რომ დაზარალებული ამერიკელი აგენტი იყო, რომელიც რუსეთში დიპლომატის სსაფარქვეშ მუშაობდა, თუმცა, ეს ვერსია არ დაადასტურეს არც სახდეპარტამენტში და არც ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში.