
თუ თქვენი წლიური ხელფასი 2013 წელს არ აღემატებოდა 6000 ლარს, თქვენ შეძლებთ ჩამოჭრილი საშემოსავლო თანხის უკან დაბრუნებას.
მნიშვნელობა არ აქვს თქვენ საჯარო სამსახურში მუშაობთ თუ კერძო კომპანიაში, თუ თქვენ ისარგებლებთ დაუბეგრავი მინიმუმით თანხა დეკლარაციის შევსებიდან სამ თვეში დაგიბრუნდებათ.
საკმარისია შეავსოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე მოცემული დეკლარაციის აპლიკაცია, რომ თქვენ მაშინვე გაიგებთ, დაგერიცხებათ თუ არა მთელი წლის მანძილზე ჩამოჭრილი საშემოსავლო თანხა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ თუ თქვენს მიერ 2013 წელს მიღებული დასაბეგრი ხელფასი არ აღემატება 6000 ლარს, უფლება გაქვთ გამოქვითოთ დაუბეგრავი მინიმუმი 1800 ლარი და მოითხოვოთ აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება.
კერძოდ, თუ თქვენს მიერ 2013 წელს ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი 1800-დან 6000 ლარია, მოცემულ შემთხვევაში უფლება გაქვთ დაიბრუნოთ 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, მოცემულ შემთხვევაში დაბრუნებას ექვემდებარება კონკრეტული თანხის 20 პროცენტი.
ამ მიზნით, 2014 წლის 1 აპრილიდან თქვენ საშუალება გექნებათ შეავსოთ დეკლარაცია. პირადი ნომრის მითითებით აღმოაჩინოთ სარგებლობთ თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შეავსოთ ელექტრონული დეკლარაცია და შეიტყოთ თქვენთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა.
თუ თქვენ არ მიეკუთვნებით დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთა რიცხვს დეკლარაციაში პირადი ნომრის მითითების შემდგომ თქვენ ვეღარ განაგრძობთ დეკლარაციის შევსებას და აღნიშნულის თაობაზე გეცნობებათ.
დეკლარირება შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით ან/და მითითებული საბანკო დაწესებულებების მეშვეობით.
დეკლარაცია შეგიძლიათ შეავსოთ ონლაინ, ლინკზე გადასვლით: http://www.rs.ge/5924