
დათო ტურაშვილი თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება:
“მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ადამიანს ჰგონია, რომ მისი კარნახით უნდა იმოსებოდნენ და გადაწყვეტილებებს იღებდნენ სხვა ადამიანები. რა ჩაიცვან და ვის უნდა შეხვდნენ რა სამოსით და ასე შემდეგ. მართლა თუ მაგას ამბობს თეა წულუკიანი, რეალურად რომ ვთქვათ, ძალიან ღიმილის მომგვრელია, იმიტომ, რომ მაგ ლოგიკით სახლიდან არ უნდა გამოვიდე, რადგან ჯინსების გარდა არაფერი არ მაქვს და მათ შორის დახეული ჯინსები კი არა გაუბედურებული ჯინსებიც მაქვს. ისეთი ჯინსებიც მაქვს, რომელსაც ყოველ წელს თავიდან აკერებს ჩემი მეზობელი მკერავი, რადგან სახლში არ იციან. მაგ ლოგიკით ვერავის შევხვდები”, – აცხადებს მწერალი “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქცია”.
შეგახსნებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი
პენიტენციურ დაწესებულებაში დახეული ჯინსებით შესვლის გამო გააკრიტიკა.