„შავები“ ხაინდრავას გაუნაწყენდნენ: „ხომ აირჩია რძე და ყველი, ჩვენ რას გვერჩოდა...“

Image

 

 

 

გოგა ხაინდრავას რეჟისორულ გატაცებებზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ მის მიერვე არჩეული ფერმერული გატაცებები ჩაანაცვლა, გაზეთი „ქრონიკაპლუსი“ წერს. სტატიაში გოგა ხაინდრავას უახლოესი წარსულია გახსენებული, როცა ის ფერმერობისთვის ემზადებოდა და „ბიზნესკურიერში“ ამბობდა, რომ ძროხები, ფერმა და საოჯახო სასტუმროები მისი დაინტერესების საგანი ხდებოდა. 

 

„შეხედეთ, რა ბალახს ძოვენ, რა რძე ექნება ამათ, რა ყველი, ხორცზე არაფერს ვამბობ ამჯერად“, - ამბობდა კადრებში ძროხების გარემოცვაში მდგარი გოგა ხაინდრავა, თუმცა, ამ კადრების გადაღებიდან სულ მალე „ჰეროკრატიის“ რეჟისორად მოგვევლინა.

 

„ლეხაინდრაო სტუდიის“ „ჰეროკრატია“ გახლავთ სერიალი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ როგორც „ოცნების“ რიგითი მხარდამჭერები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, მამამ და მარჩენალმა ამ სერიალის გადასაღებად უამრავი თანხა გაიღო, დაირაზმა სახელმწიფო სტრუქტურები, ღარიბაშვილზე უკეთესმა პრემიერმინისტრმა გამოსცა განკარგულებები, რითაც, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს პირდაპირ დაევალა ტექნიკით, სამხედრო ფორმით და სხვა ატრიბუტებით დახმარებოდა გადამღებ ჯგუფს. იგივე ოფიციალური დავალება მიიღეს, სავარაუდოდ, შსს-მ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტმაც.

 

„დიდ რეჟისორს“ კი ისღა დარჩენოდა, მსახიობები შეერჩია და გადაღებები დაეწყო. ფილმის სერიები დაიყო ეტაპებად და მასში, ცხადია, მთავარი ადგილი „ციხის ცხოვრებამ“ დაიკავა. ფილმის არათუ კონსულტანტობა, სცენარის თანაავტორობაც კი, პრაქტიკულად აღიარა წვერებიან გოგა ხაინდრავაზე არანაკლებ დიდმა, მაგრამ უწვერულმა ლადო ბედუკაძემ, „ჯიდიესმა“ რომელიც გადაღებას ტექნიკით უზრუნველყოფდა და საერთოდაც, სერიალის მფლობელი იყო, მისი გადაღების დამთავრებისთანავე ტრანსლირების უფლება, ოფიციალურად, ტვ „იმედს“ მიჰყიდა - ამ ტელეკომპანიას უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, თორე ისე რას დაუთმობდა...

 

„იმედმაც“ დიდი ამბით დაანონსა სერიალის დაწყება და იმ დათმობაზეც კი წავიდა, რომ მის ეთერში ოფიციალურად გასვლამდე, ფილმი აგვისტოს ბოლოს კინოთეატრ „რუსთაველში“ აჩვენეს...

 

მოკლედ, ჯინი ბოთლიდან ამოუშვეს - ასე ეგონა ხელისუფლებას, მაგრამ სწორედ ამაზე იყო ნათქვამი, ხაინდრავა ბჭობდა, სინემას ღმერთი იცინოდაო...

 

რა შეიძლება ითქვას ფილმის ეკრანზე გამოსვლიდან თითქმის ერთი კვირის თავზე? როგორი იყო დამოკიდებულება მის მიმართ ფილმის გამოსვლამდე და ფილმის გამოსვლის შემდეგ რა შეიცვალა?

 

ფილმის გამოსვლამდე როგორც „ნაციონალების“, ასევე, „ოცნების“ მომხრეებში ორი დამოკიდებულება ჭარბობდა:

 

ერთნი მიიჩნევდნენ, რომ ფილმს სერიოზული ეფექტი არ მოჰყვებოდა, რადგან ისედაც იმ „მეოცნებეებზე“ იყო გათვლილი, ვისაც ლეგენდების და ახალაიების აივანზე დაბმული მგლების სჯერა, მეორე ნაწილი კი ამტკიცებდა, ეს ფილმი სერიოზულ, ცუდ გავლენას მოახდენს ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე და სწორედ მათ რეაქციაზეა გათვლილიო.

 

ფაქტია, რომ გამოხმაურებები იმდენად მწირი აღმოჩნდა, რეალურად, საფრთხე, როგორც ასეთი, ვერ შექმნა. ანუ, თუ ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ვინც მას ნახავდა, ქუჩაში გამოვიდოდა და ნაციონალებს დაერეოდა, ასე არ მოხდა.

 

ფილმში ისე ხელოვნურად, იმდენად დიდი ზიზღის დოზით და ისე გადაჭარბებულადაა აღწერილი, ვთქვათ, იგივე ძალადობა, რაც ციხეებში მართლაცდა, ზოგჯერ ხდებოდა, რომ ეს ყველაფერი ქოცებსც კი ზედმეტად უხეშად და არადამაჯერებლად მოეჩვენათ...

 

თავდაპირველად გაჩნდა ჩუმი შეცხადებები, ხომ არ სჯობდა, რეჟისორს ნამდვილი, ნატურალური კადრები გამოეყენებინაო. იქ „შავებმაც“ შეიცხადეს - ეს რა უბედურებაა, ამ ფილმში ყველა პატიმარი ტირის და ბღავის, „კაი ბიჭები“ სად არიან, მართლა ყველანი კი არ მოვუ****ვართო... მოკლედ, „ვაშკაცები“ აღშფოთდნენ და არცთუ უსამართლოდაც: ამ ფილმის უკვე გასულ სერიებში ჯერ არსად ჩანს „არესტანტის“ უტეხი სული, რაც საბჭოთა ფილმებშიც კი ხაზგასმული იყო... ამიტომაც გაჩნდა შეკითხვები: „ანუ, რა გამოდის? კაი, მიშამ „ქურდები“ გააქცია, მაგრამ „კაი ბიჭები“ ხომ დარჩნენ? სად არიან? ციხეებში არ ისხდნენ? რატომ არ ჩანან?“

 

ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ალბათ, გოგა ხაინდრავას მოუწევს. თქვენ კი სანამ გაგიჩნდებათ შეკითხვა, სათაური რა შუაშიაო, გეტყვით, რომ „შავი“ გაგების რამდენიმე მიმდევარმა, ვინც არც „ფეისბუქზე“ აქტიურობაზე ამბობს უარს, ხაინდრავას მისამართით დაწერა, ამ კაცს რძე და ყველი ხომ ჰქონდა და ჩვენ რაღას გვერჩოდა, რატომ აღარ მოუნდაო...

 

აღმოჩნდა, რომ გოგა ხანდრავას, შესაძლოა, ამ დროისთვის ფერმერის წყნარი ბიზნესი ჰქონოდა - ძროხები მოეშენებინა და, ბუნებრივია, რძეც და ყველიც ბლომად ექნებოდა. ამაზე ის თვითონ საუბრობდა, როცა პოლიტიკაზე გულაცრუებული, სულ რაღაც ორიოდ წლის წინ, თბილისიდან გადაბარგებას აპირებდა და ბიზნესპროექტიც შეადგინა, მერე კი სოფელში წავიდა და ძროხებიც შეიგულა.

 

მაშინ ვაკიდან თეთრიწყაროში გადაბარგებული ხაინდრავა  ამბობდა, ათი ოჯახი თეთრიწყაროში ახალ სოფელს დაარსებს - კოოპერატივი უკვე შექმნეს და ახლა სესხის აღებას აპირებენო.

 

კოოპერატივს უკვე ჰყავდა 50 ძროხა, თუმცა, ხაინდრავა ჩიოდა, რომ ექვსი თვეა, პროექტი გამზადებული ჰქონდა, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტანციაში დადიოდა, მაგრამ ის ადგილიდან ვერ ძრავდა:

 

„ვაუჩერები ახალდაწყებულებს არ ეკუთვნით, ასე რომ, ამითაც ვერ ვსარგებლობ, ტექნიკაზე საერთოდ, ლაპარაკიც ზედმეტია“.

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში გოგა ხაინდრავა ფერმერთა დახმარების ცენტრის წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომლებმაც სხვადასხვა საკითხებზე - მაგალითად, მიწის დაზღვევასა და აგროდაზღვევაზე დააკვალიანეს.

 

მაშინ ხაინდრავამ თან „ბიზნესკურიერის“ ჯგუფიც გაიყოლია და სულ მისხალ-მისხალ უჩვენა, სად იქნებოდა ფერმა, სად - ადმინისტრაცია, სად კიდევ - საძოვარი...

 

როგორც ჩანს, პოლიტიკურ-პროპაგანდისტული ფილმის რეჟისორობა იმდენად მაცდური აღმოჩნდა, რომ გოგა ხაინდრავას რძესა და ყველზეც კი უარი ათქმევინა და ახლა გვარწმუნებს, ეს ფილმი თქვენი და ჩემი შვილებისთვის გადავიღეო... საკმაოდ თამამი განცხადებაა, მაგრამ მაინც, იქნებ, ამ ყველაფერს რძე და ყველი სჯობდა?..“, - კითხულობს ბოლოს სტატიის ავტორი. 

 

 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !