ФСБ - ში სამეგრელოს გუბერნატორზე აგენტურული საქმე ნომერ 1417+1 ინახება - "ქრონიკაპლუსი"

Image

1417+1  „ქრონიკა+-ის წყაროს ინფორმაციით, ასეა დანომრილი ის აგენტურული საქმე, რომელიც სამეგრელოს გუბერნატორზე რუსეთის „ფსბ“-ში ინახება. "თამაზ თამაზაშვილი, დიმიტრი რაგოზინი, სერგეი ჩაბანი – ვისი ლიკვიდაცია დაიგეგმა 2003 წელს ზუგდიდში?!" - ამ სათაურით ქვეყნდება გაზეთ "ქრონიკაპლუსში" სტატია, რომელიც სკანდალურ ინფორმაციას შეიცავს.

 

სტატიის იმ ნაწილში, რომელიც სამეგრელოს გუბერნატორს, ლევან შონიას ეხება, ელისო კილაძის სტატიაში ვკითხულობთ:

 

"თამაზ თამაზაშვილის კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსობის დროს სამეგრელოს მოქმედი გუბერნატორი გენერალ გია გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე და პანკისის მიმართულების კურატორი გახლდათ. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სწორედ ლევან შონია იყო ის პირი, რომელიც თამაზაშვილის ნარკოტრასას კურირებდა და გენერლის დავალებების უსიტყვო შემსრულებელი გახლდათ.

 

ჩეჩნები, პანკისში შეყვანილი და დაბანაკებული ტერორისტები, ნარკოტიკებისა და იარაღის ტრანზიტი, _ ეს ის თემებია, რომელიც ლევან შონიამ, ჯერ კიდევ, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე კარგად იცოდა და ალაგებდა კიდეც. სწორედ წარსულის ამ მდიდარი გამოცდილების გათვალისწინებით დაანიშნინა თამაზაშვილმა ლევან შონია ირაკლი ღარიბაშვილს სამეგრელოს გუბერნატორად.

 

 

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სწორედ შონიასა და მისი ძმის მეშვეობით, „ტყის ძმების“ მეთაურის, დათო შენგელიას გამოყენებით, ღარიბაშვილის სიმამრი სამეგრელოს რაიონში თხილის ბიზნესის მონოპოლიას დღემდე აკონტროლებს. ამავე ჯგუფის სახელს უკავშირდება იარაღის, სიგარეტის, ნარკოტიკების, ჯართის უკანონო კონტრაბანდა და ტრანზიტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

 

„ქრონიკა+“-ის წყარო 2003 წელს „ვარდების რევოლუციამდე“ მომხდარ საინტერესო შეხვედრას და ფაქტებს იხსენებს.

 

 

რევოლუციამდე ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსი, სამეგრელოს დღევანდელი გუბერნატორის, ლევან შონიას ძმა, მამუკა შონია გახლდათ. სწორედ ამ დღეებში მამუკა შონიას კაბინეტში ერთმანეთს შეხვდნენ გენერალი თამაზ თამაზაშვილი, ლევან შონია, ვალმერ ბუთბას მიერ ზუგდიდში საგანგებოდ გამოგზავნილი დიმიტრი რაგოზინი, რომელიც აფხაზეთსა და სამეგრელოს რეგიონში დისლოცირებული რუსული ჯარის ნაწილების კოორდინატორი იყო და 2008 წლის აგვისტოს ომის „გმირი“, სერგეი ჩაბანი, რომელმაც ზუგდიდში რუსული გენერალიტეტის გეგმა ჩამოიტანა _ „ტყის ძმების“ მეთაურმა, დათო შენგელიამ, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციის ბრძანება მიიღო, სააკაშვილი რევოლუციისთვის ემზადებოდა და დღე-დღეზე სამეგრელოს რეგიონში უნდა ჩასულიყო.

 

 

მამუკა შონიას კაბინეტში საგანგებო თათბირზე გადაწყდა, რომ სააკაშვილის ლიკვიდაცია აბაშა-სამტრედიის საზღვარზე უნდა მომხდარიყო, სააკაშვილის ესკორტისთვის ცეცხლი უნდა გაეხსნათ, პირადად სააკაშვილის მანქანისთვის კი „მუხა“ უნდა ესროლათ. იმის გამო, რომ ადგილობრივებში ინფორმაციის გაჟონვის შეეშინდათ, აფხაზეთიდან სპეციალურად რუსი სამხედრო ჩამოიყვანეს, რომელიც ყუმბარმტყორცნს კარგად ისროდა.

 

რაკი მიხეილ სააკაშვილის ესკორტის გადაადგილების მარშრუტი გვიან დაადგინეს, დათო შენგელიას შეიარაღებული ჯგუფი აბაშისკენ გვიან გავიდა, ისინი ძალიან ჩქარობდნენ, ამ სიჩქარეში იარაღით დატვირთული მანქანა ავარიაში მოყვა და რუსი სამხედრო ადგილზე დაიღუპა. სხვათა შორის, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას თავად სააკაშვილის ესკორტი წააწყდა ისე, რომ არ იცოდა, რას გეგმავდნენ ისინი.

 

თავდასხმას დათო შენგელიას მოადგილე, სლავიკ ბიგვავა ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, „ტყის ძმების“ ყოფილი მეთაური, დათო შენგელია, დღეს ლევან შონიასთან ყველაზე მეტად დაახლოებული პირია. ის შონიას ბიზნესებს იგივე მეთოდებით მართავს, რასაც შევარდნაძის დროს იყენებდა", - წერს გაზეთი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !