"ეს კაცი მინდა, გაგაცნოთ - ის ამ სტატუსს ვერ ნახავს, არც არაფერში სჭირდება..."

Image

ნათია როსტიაშვილი "ფეისბუქზე" ჰყვება თბილისი-ჰერეთის სამარშრუტო ტაქსის მძღოლის - თამაზის შესახებ, რომელსაც, მისი თქმით, მგზავრები უყვარს და თავის საქმეს დიდი სიხარულითა და მონდომებით აკეთებს, ამასთან, მისთვის არც ადამიანური ურთიერთობებია უცხო. 

 

"ეს კაცი მინდა გაგაცნოთ. აქვე ვიტყვი, რომ არც ჩემი ნათესავია, არც ახლობელი. ერთი, გამორჩეულად ნათელგულიანი ადამიანია. ცოტა რომ შემოგვრჩა - ისეთი.

 

ჩემი ნოველის სათაურია ,,თბილისი-ჰერეთი". მაგ რეისზე დაჰყავს მგზავრები თამაზს. კახში (საინგილოში) მიჰყავს და მოჰყავს.

 

ჩვენი, აგვისტოს ომი რომ დაიწყო, იმ პერიოდს დაემთხვა მგზავრობის გაძვირება. ყველა სხვა მძღოლს რომ 12 ლარს უხდიდა მგზავრი, ამ კაცს, თამაზს, ათად დაჰყავდა ყველა. სანამ ომია, ასე იქნება, იმ ორ-ორ ლარს არავის გადავახდევინებო. სხვა რა შემიძლია, ვის როგორც შეგვიძლია ერთმანეთის თანადგომა, ისე უნდა გამოვხატოთო...

 

ახლაც მისი ,,მარშრუტკით" წავედ-წამოვედით. წლების ტრადიაციას არც ახლა უღალატა. ორივე გზაზე, ცხელ-ცხელი შოთები იყიდა მგზავრებისთვის და ჩამოარიგა. ბეევრი წელია, ტრადიციად აქვს მგზავრების გამასპინძლება. ყავაც კი გვიყიდა ე.წ. ,,წყაროსთან," სადაც შესასვენებლად და მუხლის გასამართათ ვჩერდებით ხოლმე. არავინ არ აკეთებს ამას...

 

ამ ადამიანს თავის საქმე უყვარს. თავის მგზავრები უყვარს. ასეთი ადამიანები რომ გვყავდეს ყველა სფეროში, როგორი ძლიერები ვიქნებოდით!

ტელევიზორიდან და გაზეთებიდან რომ ვიგებთ - ამა და ამ დეპუტატმა გზაზე წაქცეული მოხუცი დაინახა, გადმოვიდა ჯიპიდან და წამოდგომაში დაეხმარაო - კარგია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ასეთი, თამაზისნაირი უჯიპო, ტელევიზიით გაუშუქებელი ადამიანის მხრებზე დგას კაიკაცობა. ცხოვრების წესად რომ აქვთ ადამიანების სიყვარული და გვერდში დგომა და სულ არად დაგიდევენ, რომ წლები ისე გადის, მათ შესახებ საქვეყნოდ არსად საუბრობენ, რომ ადამიანებზე ზრუნვა ,,ძვირი ჯდება..." ადამიანებზე, რომლებსაც საკუთარ ჯიბეში მეტ ფულს, მეტი ღიმილი ურჩევნიათ - სხვების სახეებზე... <3

 

ამ სტატუსს თამაზი ვერ ნახავს, არც არაფერში სჭირდება. მე მჭირდებოდა, თქვენთვის მეთქვა, თქვენთვის გამეცნო. იცნობდეთ...", - წერს ნათია როსტიაშვილი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !