-
2016-07-29 19:20
23 წლის ახალგაზრდა ბიჭი დააკავეს პანკისის ხეობაში იმის გამო, რომ მან გუშინ "ფეისბუქზე" თბილისში აფეთქების მიმანიშნებელი პოსტი გამოაქვეყნა - ამის შესახებ პანკისის სათემო რადიოზე დაყრდნობით კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება.
"ფეისბუქის" მომხმარებელმა, რომლის პოსტი ამ ეტაპზე არაა ხელმისაწვდომი, მძლავრი აფეთქების მიმანიშნებელი ფოტო გუშინ ღამით გამოაქვეყნა და რუსულად დაწერა: "ხვალ, 12:30-ზე, თბილისში ფეიერვერკია".
პოსტს გამოხმაურება მოჰყვა. "ფეისბუქის" სხვა მომხმარებლებმა და რამდენიმე მედიასაშუალებამ შსს-ს მიმართა, სადაც განაცხადეს, რომ შესაბამისი სამსახურები უკვე ამუშავებდნენ ამ ინფორმაციას და პრევენციულ ზომებს მიიღებდნენ.
"ფეისბუქის" მომხმარებელს, რომელმაც პოსტი გამოაქვეყნა, თავის კედელზე "ისლამური სახელმწიფოს" ქართველი მებრძოლის, თარხან ბათირაშვილის ორი ფოტო. სხვა საჯარო აქტივობა მის გვერდზე ხელმისაწვდომი არ არის. აღნიშნულ პირს ფეისბუკზე 37 მეგობარი ჰყავს, რომელთა ნაწილს მთავარ ფოტოდ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს დროშა აქვს დაყენებული.
"კახეთის საინფორმაციო ცენტრისა" და "NEWS.On.ge"-ს მასალების მიხედვით