-
2016-04-18 16:21
ბათუმის მერიამ, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქის ქუჩებში სანიაღვრე ჭების ცხაურების დამონტაჟება დაიწყო. ცხაურებზე, რომლებიც უკვე დამონტაჟდა, დატანილია წარწერა "Москва".
ფოტოები სოციალურ ქსელში გვერდმა "უპატრონო ბათუმი" გამოაქვეყნა. აღწერის თანახმად, ცხაურები რუსეთიდანაა შემოტანილი. ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
განახლება: 18:03:18
ბათუმის მერიამ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელ "ფეისბუქშივე" უპასუხა:
"სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც გამოსახულია ევროპის მოედნის მიმდებარედ დამონტაჟებული ლუქი წარწერით ,,москва“. მითითებულ ადგილას არაა განთავსებული არც სანიღვრე და არც საკანალიზაციო ჭა. აღნიშნული ლუქი ათწლეულებია, რაც ამ ადგილასაა განთავსებული. გავრცელებული ინფორმაცია კი, თითქოს მერიამ მსგავსი ლუქების მონტაჟი დაიწყო, სინამდვილეს არ შეესაბამება."



