კოკა ყანდიაშვილი: მომეჩვენა, რომ ირაკლი ნაწყენი იყო, მიაჩნია, რომ არ იმსახურებდა ასეთ მოპყრობას

Image

კოკა ყანდიაშვილი „ფეისბუქზე“ ეხმიანება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და არამარტო ყოფილ პრემიერმინისტრზე, მის წინამორბედ ივანიშვილზე და სავარაუდო შემცვლელზე - კვირიკაშვილზეც ამახვილებს ყურადღებას:

 

„კვირიკაშვილზე, ღარიბაშვილზე, ივანიშვილზე!

 

კვირიკაშვილზე:

 

1. დაახლოებით 100 დღის წინ, 1 სექტემბერს - როდესაც კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა გახმაურდა - გასაგები იყო, რომ სულ მალე იგი პრემიერი გახდებოდა.

 

2. ასევე გაგახსენებთ, რომ 2013 წელს - სულ ერთ ნაბიჯში იყო კვირიკაშვილი პრემიერობასთან - თუმცა არჩევანი მაშინ ირაკლიზე შეჩერდა.

 

3. კვირიკაშვილი იქნება ისეთივე პრემიერი - როგორი ეკონომიკის, საგარეო და პირველი ვიცე პრემიერ-მინისტრი იყო.

 

4. გიორგი ღრმად მორწმუნე, იშვიათად კარგი მეოჯახე და სტაბილური ადამიანია.

 

5. იცოდეთ - რომ კვირიკაშვილსაც შეუძლია გადადგომა - თუ ჩათვლის რომ (რაიმე კონკრეტული) ეწინააღმდეგება მის რწმენას და ფასეულობებს. პრინციპული კაცია.

 

ღარიბაშვილზე:

 

1. პირველად ზაფხულში გახმაურდა, რომ სექტემბრამდე ირაკლის - გიორგი შეცვლიდა, მაგრამ სექტემბერში მხოლოდ ტაქტიკური ცვლილება განხორციელდა. ალბათ საჭირო იყო - მომავალი პრემიერი ევროატლსნტიკურ კოლეგებს გაეცნოთ და მიეღოთ.

 

2. ჯანყარაშვილის წასვლამდე - ღარიბაშვილი მხოლოდ ძლიერდებოდა.

 

3. იშვიათი შრომის მოყვარე და დისციპლინირებული ადამიანია. ძალიან თავშეკავებული და ბევრის მომთმენი.

 

4. გულწრფელად უხარია საქმის წარმატება და დაუყოვნებლივ რეაგირებს პრობლემებზე.

 

5. მუდმივ შარში იყო იმიტომ, რომ არ იცნობდა ხალხს და ვისაც იცნობდა - დაუმსახურებლად ენდობოდა და სათანადოდ ვერ აფასებდა.

 

6. დღეს, მის განცხადებას რომ ვუყურე - მომეჩვენა, ცოტა ნაწყენი იყო, (მიაჩნია, რომ არ დაუმსახურებია ასეთი მოპყრობა) და გუშინწინდელ გამოსვლასაც თუ გავიხსენებთ - ვიტყვი შემდეგს:

 

- ირაკლის მიაჩნია - რომ ძირითადად, შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები და თუ მავანმა არ დაუფასა სათანადოდ, ხალხი ხომ მაინც ყველაფერს ხედავს.

 

- მას სჯერა რომ იგი პირნათელია საქმისა და ერის წინაშე. - - ისეა თუ ასე - ეს მხოლოდ მისი განცდებია. სიმართლე გითხრათ - სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო - იგი 33 წლისაა, და ამ 33 წლიდან - ბოლო 4 წელია სახლში ღამის 2-3 საათამდე ადრე არ შესულა. იმიტომ რომ მუშაობდა.

 

7. მჯერა - რომ ირაკლი იპოვის იმ საქმეს - რაშიც თავად იქნება ყველაფრის ბატონ-პატრონი.

 

ივანიშვილზე:

 

ზოგადად მიჩნეულია - რომ ივანიშვილი: -

 

პირველი პუნქტი. ყოველთვის მართალია.

 

მეორე პუნქტი. თუ არ გჯერა - ნახე პირველი პუნქტი.

 

- და ბოლოს - წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, მის ძალიან კარგ და არც ისე კარგ შვილებს.

 

- ძაან ცდებიან ის ხალხი - ვისაც მიაჩნია, რომ ღარიბაშვილის წასვლით და კვირიკაშვილის მოსვლით არაფერი შეიცვლება.

 

- შეიცვლება მეგობრებო - ძაან შეიცვლება. ნახავთ როგორი იქნება კოალიცია, რიგი მინისტრები და ზოგიერთების - ჩაშლილი გეგმები“, - წერს კოკა ყანდიაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !